თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 31. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა (ძალადაკარგულია - 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სწავლა-სწავლების დროს.
- სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლაზე და განვითარებაზე.
- სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებას და შეხედულებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 32. სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით. ასევე დაუშვებელია, რომ საჯარო სკოლამ მიიღოს სასკოლო მზაობით გამორჩეული ან მაღალი მოსწრების მქონე მოსწაველები და სხვებს უარი უთხრას მიღებაზე. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას ამ გეგმის მე-14 მუხლით განსაზღვრული სკოლებისათვის.
- განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 33. გაღრმავებული სწავლება (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
მყარი და დინამიური ცოდნის მისაცემად სკოლამ უნდა უზრუნველყოს გაღრმავებული სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვას, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენას და საერთო ასპექტების დამუშავებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 34. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობა და, პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა. ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 35. დისციპლინა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. მასწავლებლების მაგალითი გადამწყვეტია სკოლაში მშვიდი და საქმიანი გარემოს შესაქმნელად; ადმინისტრაციული ზომები, რომლებსაც სკოლა იყენებს მოსწავლეებისადმი დისციპლინური ღონისძიებების გატარებისთვის, ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ მოსწავლეთა ღირსება არ შეილახოს.
- ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეებს სოციალური ქცევის სპეციფიკური ინსტრუქციები სჭირდებათ. ეს ინსტრუქციები უნდა აისახოს სკოლის შინაგანაწესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 36. მოსწავლეთა ჩართულობა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია.