თავი VII. სავალდებულო და არჩევითი საგნები

(ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 37. საგნების დაჯგუფების მთავარი პრინციპები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები ერთიანდება რვა საგნობრივ ჯგუფში:

ა) სახელმწიფო ენა;

ბ) მათემატიკა; 

გ) უცხოური ენები;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ვ) ტექნოლოგიები;

ზ) ესთეტიკური აღზრდა;

თ) სპორტი.

  1. საგნობრივი ჯგუფები, საგნობრივი კომპეტენციების მიხედვით, მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს.
  2. საგნობრივი ჯგუფები აერთიანებს მომიჯნავე დისციპლინებს.
  3. საგნობრივ ჯგუფებში შემავალი საგნები ისწავლება სავალდებულო და/ან არჩევითი სახით ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.
  4. დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო სპეციალიზებულად ისწავლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 38. სახელმწიფო ენა (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება  I-XII კლასებში);

გ) ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართუელენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება  I-XII კლასებში).

  1. ქართულს, როგორც მეორე ენას, სწავლობენ არაქართულენოვანი მოსწავლეები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ - ვებგვერდი, 27.10.2015.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 39. მათემატიკა (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში).
  2. მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.
  3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ - ვებგვერდი, 27.10.2015.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 40. უცხოური ენები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) პირველი უცხოური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) მეორე უცხოური ენა (ისწავლება V-XII კლასებში).

  1. პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.
  2. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორისა – V კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის დადგენილი გამონაკლისისა).
  3. სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან.
  4. უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი.
  5. დასაშვებია, რომ არაქართულენოვანმა სკოლებმა/სექტორებმა თავიანთ მოსწავლეებს, მშობლიური და სახელმწიფო ენების გარდა, ერთი უცხოური ენა ასწავლონ.
  6. უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.
  7. უცხოური ენის საგნობრივი სტანდარტები შედგენილია ენის ფლობის დონეების მიხედვით და საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის. საგნობრივი პროგრამების შინაარსი ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე ენას, თუმცა სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს ამ ენების ნაცვლად სხვა ენა/ენები შესთავაზოს, რაც უნდა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.
  8.  საშუალო საფეხურის დასრულებისას ერთ-ერთ უცხოურ ენაში მოსწავლე უნდა ფლობდეს სIII-სVI დონეს (B1), ხოლო მეორე უცხოურ ენაში - სII დონეს (A2).
  9. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: მესამე უცხოური ენა, ამერიკისმცოდნეობა, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ - ვებგვერდი, 27.10.2015.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 41. საზოგადოებრივი მეცნიერებები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ჩვენი საქართველო  (ისწავლება V-VI  კლასებში);

ბ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია  (ისწავლება  VII- VIII, XI -XII  კლასებში);

გ) საქართველოს ისტორია (ისწავლება  IX კლასში);

დ) შესავალი ისტორიაში (ისწავლება  X კლასებში);

ე) გეოგრაფია  (ისწავლება VII- VIII კლასებში);

ვ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);

ზ) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);

თ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);

ი) სამოქალაქო განათლება (ისწავლება  IX-X კლასებში);

კ) სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (ისწავლება IV, VIII და XII კლასებში);

ლ) საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (ისწავლება XI კლასში);

  1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.
  2. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკა და სახელმწიფო, მეწარმეობის საფუძვლები, მსოფლიო კულტურა, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლების მონიტორინგი, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 42. საბუნებისმეტყველო  მეცნიერებები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (ისწავლებაVII კლასში);

გ) ბიოლოგია (ისწავლება VIII-XI კლასებში);

დ) ფიზიკა (ისწავლება VIII-XI კლასებში);

ე)  ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში).

  1. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
  2. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ასტრონომია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 43. ტექნოლოგიები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) (ისწავლება I, V-VI კლასებში); იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის დროისათვის დასრულებული აქვთ დაწყებითი საფეხური (სწავლობენ საბაზო ან საშუალო საფეხურზე), სკოლის დასრულებისთვის დაძლეული უნდა ჰქონდეთ ისტ-ის პირველი დონე მაინც. ასეთ შემთხვევაში სკოლამ უნდა უზრუნველყოს ისტ-ის სწავლება საბაზო-საშუალო საფეხურის რომელიმე კლასში.
  2. ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.
  3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კომპიუტერული მეცნიერება, მულტიმედია და დიზაინი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 44. ესთეტიკური აღზრდა (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ისწავლება I-IX კლასებში);

ბ) მუსიკა (ისწავლება I-IX კლასებში);

გ) ქართული ცეკვა (ისწავლება IV კლასში).

  1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის უნარები; დაეხმაროს მათ ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.
  2. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: თეატრალური ხელოვნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, მულტიმედია და დიზაინი, კინოხელოვნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ - ვებგვერდი, 27.10.2015.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 45. სპორტი (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სპორტის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი სპორტი (ისწავლება I-XII კლასებში).
  2. სპორტის სწავლების მიზანია, ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, ასევე, საგნის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
  3. სსსმ მოსწავლეები (კერძოდ, ფიზიკური პრობლემების მქონე: საინვალიდო ეტლით მოსარგებლე, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე და სხვ.) სპორტის გაკვეთილებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  4. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის არჩევითი საგანი – ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა).

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ - ვებგვერდი, 27.10.2015.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 46.  არჩევითი საგნები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სკოლას შეუძლია საკუთარი რესურსებისა და მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზოს მათ სხვადასხვა საგანი;

1.1 ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნების ჩამონათვალი 1-დან 28-ის ჩათვლით ისწავლება საშუალო საფეხურზე, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა ისწავლება მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებსა და ამ სკოლების შესაბამის კლასებში, ხოლო ჭადრაკი (ელექტრონული პროგრამა) ისწავლება II-III კლასებში.

  1. არჩევითი საგნების სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მათი გამოცდილების გამდიდრება. საკუთარი სურვილის მიხედვით არჩეული რამდენიმე საგნის სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროში და უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან საკუთარი მიდრეკილებებისა და მომავალში ასარჩევი გეზის შესახებ.
  2. X-XII კლასებში მოსწავლემ უნდა ისწავლოს არჩევითი საგნები 5 სემესტრის განმავლობაში.
  3. საშუალო საფეხურზე, გარდა მესამე უცხოური ენისა და მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენებისა, არჩევითი საგანი შეიძლება იყოს ერთმოდულიანი ან ორმოდულიანი. განსხვავებულია არჩევითი საგნების მოდულების ხანგრძლივობაც. ზოგი მოდული გათვლილია ერთ სემესტრზე, ზოგიერთი კი – ორზე. მოსწავლემ, შესაძლებელია, ისწავლოს ორმოდულიანი საგნის მხოლოდ პირველი მოდული;
  4. არჩევითი საგნის თითოეული მოდული ფასდება ცალ-ცალკე;
  5. არჩევითი საგნები ისწავლება კვირაში ორსაათიანი დატვირთვით;
  6. XII კლასის მეორე სემესტრში არჩევითი საგნები არ ისწავლება;
  7. არჩევითი საგნების სწავლებისას, გარდა ჭადრაკისა, შესაძლებელია კლასი დაკომპლექტდეს ერთი საფეხურის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან;
  8. შესაძლებლობების შემთხვევაში, სასურველია სკოლამ მოსწავლეებს შესთავაზოს არჩევითი საგნების მაქსიმალურად ფართო არჩევანი.
  9. არჩევითი საგნების ნუსხა

    ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი

საგნის დასახელება

საგნობრივი ჯგუფი

ერთი მოდულისხანგრძლივობასემესტრების მიხედვით

მოდულისრაოდენობა

კლასი

1.  კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

1

X/XI/XII

ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი

2. ამერიკისმცოდნეობა

საზოგადოებრივი მეცნიერებები, უცხოური ენები

2

1

X/XI/XII

3. გეოგრაფიული კვლევა

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

4. ეკონომიკა და სახელმწიფო

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

XI/XII

5. თეატრალური ხელოვნება

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

6. მეწარმეობის საფუძვლები

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

7. კომპიუტერული მეცნიერება

ტექნოლოგიები

2

1

X/XI/XII

8. მსოფლიო კულტურა

საზოგადოებრივი მეცნიერებები, ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

9. მულტიმედია და დიზაინი

ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

10.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

11.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი;

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

12.  ფოლკლორი და მითოლოგია

სახელმწიფო ენა

2

1

X/XI/XII

13. XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა

სახელმწიფო ენა, უცხოური ენები

2

1

X/XI/XII

14.  ხელოვნების ისტორია

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

15.  სახელმწიფო და სამართალი

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

XI/XII

16.ბუნების ძეგლების მონიტორინგი

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

17.საქართველოს ეთნოგრაფია       

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

18.  ფოლკლორული ანსამბლი

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

19. სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

ორმოდულიანი საგნები, რომლის თითო მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი (სკოლამ შესაძლებელიასურვილის მიხედვით ასწავლოს ან მხოლოდ ერთი მოდული, ან ორივე მოდული)

20.  კინოხელოვნება

ესთეტიკური აღზრდა

1

2

X/XI/XII

21.მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი

ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა

1

2

X/XI/XII

22.  სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

I მოდ. -  X/XI/XII

II მოდ. -  XI/XII

23.  ქიმიური ტექნოლოგიები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

XI/XII

24. შესავალი თანამედროვე ფიზიკაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

I მოდ. -  XI/XII

II მოდ. -  XII

25.  ხაზვა

მათემატიკა

1

2

X/XI/XII

26.  ასტრონომია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

XI/XII

27. გარემო და მდგრადი განვითარება

საზოგადოებრივი მეცნიერებები

1

2

X/XI/XII

საგნები, რომლებიც შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში

28.  მესამე უცხოური ენა

უცხოური ენები

X/XI/XII

29.  მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა (შესაძლებელია ისწავლებოდეს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში კვირაში 2-საათიანი დატვირთვით).

სახელმწიფო ენა, უცხოური ენა.

30. ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა)

ტექნოლოგიები, მათემატიკა, სპორტი

II-III

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 28.09.2011 წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ - ვებგვერდი, 27.10.2015.

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 47. „აბიტურის საათი“ (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

სავალდებულო და არჩევითი საგნების გარდა მეთორმეტე კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ე.წ. „აბიტურის საათები“ იმ საგნებისთვის, რომელშიც ბარდება სკოლის გამოსაშვები გამოცდა. აღნიშნული „საათის’’ მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეს თითოულ კონკრეტულ საგანში ნასწავლი მასალის გამეორებას სკოლის გამოსაშვები   გამოცდისათვის განსაზღვრული პროგრამის მიხედვით.  