თავი V. ინკლუზიური განათლება

(ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 26. ინკლუზიური განათლება (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 27. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

(ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სენსორული განვითარების დარღვევა  (სმენის და/ან მხედველობის);

დ) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების შემცირებას ან გაზრდას, გამარტივებას ან გართულებას.
  2. სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ისეთ ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შეცვლას, კერძოდ:

ა) სკოლისა და კლასის ფიზიკური გარემო;

ბ) საათობრივი ბადე;

გ) დღის გრაფიკი, აქტივობების ხანგრძლივობა;

დ) სასწავლო მასალა;

ე) სწავლების სტრატეგია;

ვ) ალტერნატიული შეფასების გამოყენება (ტესტირება, წერითი დავალება, ზეპირი დავალება და სხვა.) და სხვა.

  1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა ნიშნავს მძიმე და/ან ძალიან მძიმე ინტელექტუალური დარღვევის ან მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და შედეგების რადიკალურ ცვლილებას, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ფოკუსირებულია შედეგზე სწავლების მრავალფეროვანი  ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 28. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.
  2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
  3. ინდივიდუალური  სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა (იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა ინდივიდუალური საჭიროებები უკვე იდენტიფიცირებულია) ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
  4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
  5. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში; 

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები,   მეცადინეობების  გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა; 

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი:  მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი, ასევე მეცადინეობა შესაძლებელია განხორციელდეს ფსიქოლოგის ჩართულობით  და სხვა;  სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა და სხვა) საჭიროება;  

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც); 

ვ)  მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი.

  1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას ბავშვის ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით.
  2. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის შესაძლებლობების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში,  მოსწავლის  დეტალური შეფასებისთვის და მის განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის სკოლას შეუძლია მიმართოს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი).
  3. თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ისგ ჯგუფი), რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
  4. ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე  მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი ან სპეციალური მასწავლებელი.
  5. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც  წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; სასურველია, ჯგუფს ხელმძღვანელობა გაუწიოს დამრიგებელმა ან სპეციალურმა მასწავლებელმა.
  6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა.  შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს.
  7. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

13 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგენისთანავე დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს.

  1. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).
  2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სსსმ მოსწავლის თითოეული საგნის მასწავლებელმა ისგ ჯგუფის კოორდინატორისათვის გადასაცემად უნდა მოამზადოს სსსმ მოსწავლის მიღწევის ანგარიში, რომელიც წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

 

მუხლი 29.  სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
  2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამო ანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.
  3. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.   თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.
  4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის  22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
  5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა მოახდინოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 30. სსსმ  მოსწავლეთა შინ სწავლება (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს  სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
  2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
  3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი.
  4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
  5. შინ სწავლების პროცესში რეკომენდებულია ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების გამოყენება.
  6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.