თავი IV. მოსწავლის შეფასების სისტემა
(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
მუხლი 15. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები
(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
- სასკოლო საათობრივ ბადეში უნდა აღინიშნოს როგორც სავალდებულო და არჩევითი საგნები, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის მე-12 მუხლით განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).
- მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).
- მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 16. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
- განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
- განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
- განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა
|
განმავითარებელი |
განმსაზღვრელი |
მიზანი |
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა |
სწავლის ხარისხის გაკონტროლება; მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში; აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა |
შეფასების საგანი |
სწავლის პროცესი
|
სწავლის შედეგი |
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება |
წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და სხვ. |
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება
|
წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა |
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს) |
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებაში) |
შეფასების საშუალებები |
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი; სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი; უნარის განვითარების დონის აღწერა. |
ქულა
|
ქულები |
შეფასების დონეები |
10 |
მაღალი |
9 |
|
8 |
საშუალოზე მაღალი |
7 |
|
6 |
საშუალო |
5 |
|
4 |
საშუალოზე დაბალი |
3 |
|
2 |
დაბალი |
1 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
მუხლი 17. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ)
- მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.
- I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
- V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
- მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
- V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
- 51. საგანში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
- დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის საერთო ქულის გამოთვლისას.
- მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 23.07.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 18. საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები
(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ)
- სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
- შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
- საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
- შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
- ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას:
ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);
ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);
გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი აღდგენითი სამუშაოს ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
დ) თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 19. განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე;
დ) (ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ);
ე) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 20. ქულების გამოანგარიშების წესი (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
- საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
გ) თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);
დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს ამ გეგმის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, მიმღები სკოლა ვალდებულია შეაფასოს მოსწავლე ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;
ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).
- (ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ).
- საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 21. კლასისა და საფეხურის დაძლევა (ძალადაკარგულია 2018 წლის
15 სექტემბრიდან )
- კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა მე-17 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
- დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
- საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
- საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 05.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 22. გაცდენები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, აბიტურის საათის და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები.
- 11. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება.
- თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
- 21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება აბიტურის საათის გაცდენის შემთხვევაში; ასევე იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე აღადგენს კონკრეტულ საგანში გაცდენილ შემაჯამებელ დავალებას.
- სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
- იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 14.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №228/ნ - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 05.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 23.07.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 23. გამოცდის ტიპები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
ა) სემესტრული გამოცდა;
ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
გ) საშემოდგომო გამოცდა;
დ) ექსტერნატის გამოცდა;
ე) სკოლის გამოსაშვები გამოცდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 05.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 23.07.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 231. სემესტრული გამოცდა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
- მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები სემესტრული გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
- სემესტრულ გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
- სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 232. წლიური გამოცდა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- წლიური გამოცდის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს წყვეტს სკოლა. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
- სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. ამავე დროს, ერთსა და იმავე საგანში გამოცდებს შორის უნდა იყოს ორწლიანი შუალედი მაინც (მაგ. თუ სკოლამ მე-7 კლასში დანიშნა წლიური გამოცდა ინგლისურ ენაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ საგანში ვეღარ დანიშნავს წლიურ გამოცდას).
- წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში/კლასებში და რომელ საგანში/საგნებში ჩაატარებს ამ გამოცდას და ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე.
- თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შინაარსიანი, კონტექსტუალიზებული, კომპლექსური დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს (მაგალითად: თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.).
- თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 27.10.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 233. საშემოდგომო გამოცდა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.
- საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
- საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
- საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.
- მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 234. ექსტერნატის გამოცდა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
- ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება ამ ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 235. სკოლის გამოსაშვები გამოცდა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიღებული უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება.
- სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 24. ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ტიპები და მათი გაცემის წესი განსაზღვრება კანონმდებლობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 25. მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
- მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
- მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
4.პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.
- ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის№98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 03.08.2017წ.
მუხლი 251. ამოღებულია