თავი III. სასკოლო სასწავლო გეგმა

(ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან 18.05.2016 წ. №40/ნ )

 

მუხლი 11. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულება და  შემადგენელი ნაწილები

(ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას.
  2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის.
  3. საჯარო სკოლაში სასკოლო სასწავლო გეგმას მასწავლებლების/კათედრების (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში) და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.

4.სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.

  1. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა:

ა) სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დააზუსტოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვა;            

ბ) განსაზღვროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;

გ) დაგეგმოს სასკოლო-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

  1. სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია:

ა) სკოლის მისია;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

დ) სასკოლო საათობრივი ბადე;

ე) სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;

ვ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

ზ) მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);

თ)  სადამრიგებლო პროგრამა;

ი) პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი სკოლაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. სკოლის დირექცია ვალდებულია დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითადი საკითხები გააცნოს მოსწავლეებსა და მშობლებს (შესაძლოა კლასის დამრიგებლის საშუალებით) არაუგვიანეს სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი კვირის ბოლომდე და უზრუნველყოს ამ დოკუმენტის სრული ვერსიის თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
  2. სკოლამ სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა გააცნოს ნებისმიერ ახალ მოსწავლესა და მის მშობელს.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 12 სექტემბრის ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 12.09.2017წ.

 

მუხლი 12. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება

(ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სკოლას უფლება აქვს, შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება.
  2. 11. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უნდა უწყობდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და. შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
  3. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.

ა) დამატებით სავალდებულო საგანზე დასწრება აუცილებელია კონკრეტული სკოლის/კლასის ყველა მოსწავლისათვის;

ბ) დამატებით ფაკულტატურ საგანს (წრეს) მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ/ესწრებიან;

  1. საჯარო სკოლას უფლება აქვს მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  აღნიშნული მომსახურების გაწევა არ ხდება ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის მიერ;

ბ) ამ მომსახურებას არა აქვს საგაკვეთილო სახე;

გ) აღნიშნული მომსახურების გაწევა არ ხდება შესაბამისი მოსწავლისათვის საგაკვეთილო  პროცესის მიმდინარეობის დროს.

  1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შესათავაზებლად სკოლამ უნდა განსაზღვროს: 

ა) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო  მომსახურების ჩამონათვალი;

ბ) დამატებითი საგანმნათლებლო მომსახურების სახე (ფაკულტატური/ სავალდებულო);

გ) თითოეული დამატებითი საგნისათვის სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმა (თუ ასეთი გეგმა არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში);

დ)  სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი სავალდებულო საგნის/ საგნების შეფასების პრინციპები.

  1. დამატებითი სავალდებულო საგნის სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) საგნის სწავლების მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებული იქნება, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეძენას ითვალისწინებს ეს კურსი); 

ბ) შეფასების პრინციპებს (ქულა, ჩათვლა);

გ) საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.

  1. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის საათების კონკრეტული ოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული არ არის. სკოლამ, ასეთი სახის მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, თავად უნდა განსაზღვროს იგი. სასკოლო სასწავლო გეგმაში დამატებითი საგნების გათვალისწინებისას სკოლამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებს სათანადოდ დასვენებისა და კვების საშუალება ჰქონდეთ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 121. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები შესაძლოა ჩატარდეს მე-9 და/ან მე-11 კლასებში სკოლის მიერ განსაზღვრული პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ.
  2. სკოლებმა, რომლებიც გადაწყვეტენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებას, შეიძლება დაადგინონ შემდეგი განრიგი: 8 გაკვეთილი - მე-9 კლასში ორივე სემესტრში, 4 გაკვეთილი მე-11 კლასში II სემესტრში.
  3. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვადასვა ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 12 სექტემბრის ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 12.09.2017წ.

 

მუხლი 13. სასკოლო საათობრივი ბადე (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სასკოლო საათობრივი ბადე მოიცავს თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება, შესაბამისი პედაგოგის მითითებით.
  2. სასკოლო საათობრივ ბადეში უნდა აღინიშნოს როგორც სავალდებულო და არჩევითი საგნები, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის მე-12 მუხლით განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).
  3. სკოლას უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში, ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს საგნებს შორის.
  4. სკოლას უფლება არა აქვს, საათობრივი ბადიდან საერთოდ ამოიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო საგანი.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 14. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლები და კერძო სკოლები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ)

  1. სკოლა უფლებამოსილია, გააძლიეროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების სწავლება.
  2. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მისაღებად საჯარო სკოლამ სამინისტროში უნდა წარადგინოს:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი გაძლიერებული სწავლების  საგნის/საგნების სასწავლო პროგრამები (თუ ასეთი გეგმა არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში);

ბ) სწავლის პროცესში გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი.

  1. გაძლიერებული სწავლების საგნები საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლაში, აგრეთვე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საგანი კერძო სკოლაში შესაძლებელია ისწავლებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილისაგან განსხვავებული სქემით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზოგდასანამანათლებლო დაწესებულებას უფლება არა აქვს საფეხურის ფარგლებში საერთოდ ამოიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო საგანი. გამონაკლისი კერძო სკოლებისთვის დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.
  2. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებს უფლება აქვთ დაადგინონ გაძლიერებული სწავლების  საგნის/საგნების დაძლევის ბარიერი, მაგრამ არანაკლებ ამ ეროვნული სასწავლო გეგმის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერისა.
  3. თუ მოსწავლემ ვერ გადალახა საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებისა და კერძოს სკოლების მიერ დადგენილი განსხვავებული ბარიერი, მაგრამ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერი, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.
  4. საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლების და კერძო სკოლების მოსწავლეები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს იღებენ საერთო დადგენილი წესით.
  5. ამ ეროვნული სასწავლო გეგმის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა – არ ვრცელდება უცხოური ენების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებზე და კერძო სკოლებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.