თავი II. საგანმანათლებლო რესურსები
(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.
- სკოლამ უნდა უზრუნველყოს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია და სხვ.) ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
- სკოლამ უნდა შეიმუშაოს და მოსწავლეებს გააცნოს სკოლაში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 9. საგანმანათლებლო რესურსების ტიპები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:
ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;
ბ) დამხმარე ლიტერატურა;
გ) საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;
დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);
ე) ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
მუხლი 10. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
- სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.
- სახელმძღვანელოებს ირჩევენ მასწავლებლები/კათედრები (კათედრების არსებობის შემთხვევაში).
- პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, კლასების/საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოების ნუსხას.
- შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში.
- ხუთწლიანი ვადის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდება არსებითი ცვლილება, რომელიც სახელმძღვანელოების შეცვლას მოითხოვს;
ბ) სახელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად ჩამოერთმევა გრიფი.
- ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სკოლა ვალდებულია თავიდან შეარჩიოს შესაბამისი კლასის/საგნის სახელმძღვანელო, დადგენილი წესის შესაბამისად.
- ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი.
- სახელმძღვანელოს არჩევისას მასწავლებლებს შეუძლიათ გაეცნონ რესურსცენტრებში განთავსებულ სახელმძღვანელოების ეგზემპლარებს.
- სკოლამ არჩეული სახელმძღვანელოების სია უნდა გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
- მასწავლებელს უფლება აქვს, სწავლებისას მხოლოდ დამხმარე/დამატებითი მასალის სახით, გამოიყენოს ნებისმიერი სასწავლო მასალა. ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს/სკოლას ეკრძალება, მოსთხოვოს მოსწავლეს არაგრიფირებული სახელმძღვანელოების/სხვა სასწავლო მასალის შეძენა.
- (ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ).
- დამხმარე/დამატებითი მასალის სასწავლო პროცესში გამოყენება უნდა ემსახურებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ (მათ შორის, ენის, ეროვნების, სქესის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების და სხვა ხასიათის) ელემენტებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის ბრძანება №56/ნ - ვეგვერდი, 05.03.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 11.04.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.