კარი I.

სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები

 

(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

 

თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება

(ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

 

მუხლი 1. ზოგადი განათლების საფეხურები    ( ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს თორმეტწლიან სწავლებას. 
  2. სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:

ა) დაწყებითი - I-VI კლასები;

ბ) საბაზო - VII-IX  კლასები;

გ) საშუალო - X-XII კლასები.

  1. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
  2. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 2. ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;  

ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება.

  1. პირველ კლასში:

ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;

ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, სასურველია დრო დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს  (3-5 წუთი);

გ) რეკომენდებულია გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ., საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაში);

დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია, საკლასო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.

  1. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; 

ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

  1. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 მაისის ბრძანება №63/ნ - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 3. სასწავლო წლის კალენდარი სკოლაში  (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
  2. საჯარო სკოლებისთვის სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა  განისაზღვრება კანონმდებლობით.
  3. კერძო სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 34 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 33 კვირაზე ნაკლები.
  4. საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.

  1. საჯარო სკოლაში პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით; II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით, ხოლო ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია II-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად).
  2. 51. სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) –გაკვეთილების ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს მაქსიმუმ 10 წუთით;

ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს – გაკვეთილების ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს/შემცირდეს მაქსიმუმ 10 წუთით.

  1. საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. ამასთან, იმ საჯარო სკოლებში:

ა) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ერთ ცვლაზე, გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენება უნდა იყოს არანაკლებ 20 წუთი;

ბ) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ორ და მეტ ცვლაზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სარეკომენდაციოა თითოეული ცვლისთვის.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 6 ივნისის ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 07.06.2017წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 12 სექტემბრის ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 12.09.2017წ.

 

მუხლი  4.  მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლაში (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით.
  2. 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შემსვლელი პირველკლასელებისთვის და ყოველი მომდევნო თაობისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით.
  3. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით დამტკიცებულ სკოლებში კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.
  4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.
  5. ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.
  6. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულ მოსწავლეთა რაოდენობის შემთხვევაში პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; ხოლო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის შემთხვევაში პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
  7. თუ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოძრაობის გამო კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღარ იქნება დადგენილი ნორმის შესაბამისი, სკოლა ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კლასის გაყოფის/შეერთების/არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით დატოვების თაობაზე.
  8. ამ მუხლის პირველი პუნქტით კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის წესი ეხება 2005–2006 სასწავლო წლიდან 2014-2015 სასწავლო წლამდე სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს. ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის წესი ეხება 2014-2015 სასწავლო წლიდან სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს და ყოველ შემდგომ თაობას.  უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების სკოლიდან ამორიცხვას.
  9. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს; ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში კლასის გაყოფა დასაშვებია მე-6 კლასში კომპიუტერების რაოდენობისა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შეუსაბამობის (მაგ.: სამ მოსწავლეზე 1 კომპიუტერის) შემთხვევაში.
  10. ქართულ, როგორც მეორე ენაში შესაძლებელია ერთი საფეხურის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაჯგუფდნენ  ენის ფლობის დონეების მიხედვით.
  11. მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლასკომპლექტების შექმნა. თუ კლასში 1 ან 2 მოსწავლეა, რეკომენდებულია სხვა კლასთან კლასკომპლქტის შექმნა. კლასკომპლექტში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.
  12. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ის შეიქმნას ერთი საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV პრინციპით, ან I-III და II-IV პრინციპით). სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ. I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.).
  13. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში თითოეული კლასის მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  სავალდებულო საათების რაოდენობა.
  14. კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს.“.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №231/ნ - ვებგვერდი, 22.10.2012წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №242/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 11.04.2014წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ - ვებგვერდი, 08.09.2015.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 016.09.2015წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 5. სკოლის საერთო კულტურა (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.
  2. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას სკოლის საზოგადოების წევრებისთვის.
  3. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს სპორტულ, სახელოვნებო, საკლუბო აქტივობებსა და სასკოლო პროექტებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიც იქნებიან ჩართულნი.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 6. დამრიგებელი  (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.
  2. 11. რეკომენდებულია მცირეკონტინგენტიან სკოლაში ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლასკომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.
  3. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
  4. დამრიგებლის მოვალეობებია:

ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:

ბ.ა) პიროვნული და მორალური განვითარება;

ბ.ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;

ბ.გ) მეწარმეობის უნარების განვითარება;

ბ.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

ბ.ე) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

ბ.ვ) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

ბ.ზ) თვალსაწიერის გაფართოება.

1) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

1.ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

1.ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

1.გ) ანალიზის უნარის განვითარებით;

1.დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;

1.ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

1.ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

2) (ამოღებულია - 27.10.2015; №145/ნ);

3) X კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.

გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობელემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;

ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ზ)  (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);

თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე  გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია)  მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).

ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

  1. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური  ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;

დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ - ვებგვერდი, 12.10.2012.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ - ვებგვერდი, 03.09.2013.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის ბრძანება №91/ - ვებგვერდი, 23.07.2014.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 016.09.2015წ.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

მუხლი 7. საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

  1. საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ., მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების); აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
  2. კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);

გ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

დ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

ე) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ვ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;

ზ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

თ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.

  1. კათედრების მოწყობა:

ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.

ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.

  1. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის  არჩევის თაობაზე);

გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

  1. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.