ფიზ.XI.5.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია მექანიკური რხევებისა და ტალღების დახასიათება

ინდიკატორები

  • გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა მექანიკური რხევების შესასწავლად, ატარებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს რხევის მახასიათებელ სიდიდეებს შორის;  
  • აანალიზებს რეზონანსის მოვლენას, ასახელებს ამ მოვლენის ამსახველ ფაქტებს ყოფა-ცხოვრებიდან;
  • აანალიზებს რაოდენობრივ კავშირს რხევის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის;
  • რაოდენობრივად აღწერს ჰარმონიულ რხევებს;
  • ახასიათებს განივი და გრძივი ტალღების გავრცელებას;  
  • ატარებს ცდებს და აკვირდება ბგერის წარმოქმნას და გავრცელებას, ჩამოთვლის ბგერის წყაროს მაგალითებს;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ, ადარებს ერთმანეთს და გამოთქვამს არგუმენტირებულ ვარაუდს მათ შორის არსებული განსხვავების მიზეზებზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის სიხშირის შესახებ, აანალიზებს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები