ფიზ.VIII.7.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა
ინდიკატორები
- ატარებს ცდებს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
- ატარებს ცდებს ნივთიერების ელექტროგამტარებლობაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
- რაოდენობრივად ახასიათებს დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის დამოკიდებულებას მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან;
- აგებს ელექტრულ წრედს გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთებით, იკვლევს რაოდენობრივ კავშირს ელექტრული წრედის მახასიათებელ პარამეტრებს შორის;
- რაოდენობრივად აყალიბებს ომის კანონს წრედის უბნისათვის და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
- ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს;
- რაოდენობრივად აყალიბებს ჯოულ-ლენცის კანონს და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
- ცდების საშუალებით აკვირდება დენის მაგნიტურ მოქმედებას, თვისებრივად აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
- აგებს და წარმოადგენს მარტივი ხელსაწყოს მოდელს ელექტრული მაგნიტის გამოყენებით;
- ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას;
- ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით