ფიზ.IX.8.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი

ინდიკატორები

  • ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად, იყენებს სხივის გეომეტრიულ მოდელს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს; 
  • აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნა, არეკვლა, სრული არეკვლა, შთანთქმა, გარდატეხა), აანალიზებს ამ მოვლენებს სათანადო ფორმულების გამოყენებით;
  • განიხილავს სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში (ბრტყელ-პარალელური ფირფიტა, თხელი ლინზა, სამკუთხა პრიზმა, ბრტყელი სარკე), იყენებს შესაბამის ფორმულებს და აღწერს გამოსახულების მიღებას;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა ოპტიკური სისტემის (მაგ., ლუპა, მიკროსკოპი, ტელესკოპი) მოქმედების პრინციპის შესახებ, აანალიზებს და აცნობს თანაკლასელებს;
  • გამოსახავს მარტივი სქემის სახით და ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის (მაგ. ძუძუმწოვრების და მწერების) თვალის ოპტიკურ სისტემებს, მსჯელობს განსხვავებებზე;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები