ფიზ.IX.6.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების აღწერა
ინდიკატორები
- გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა ინერტულობის შესასწავლად, აწარმოებს გაზომვებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
- ახასიათებს ათვლის ინერციულ სისტემებს და ჩამოთვლის სათანადო მაგალითებს;
- გეგმავს და ატარებს ცდებს ნიუტონის კანონების მართებულობის შესამოწმებლად, აანალიზებს შედეგებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
- აღწერს ნიუტონის კანონების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს;
- რაოდენობრივად ახასიათებს ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობას, აკავშირებს სხეულის ფრენის პარამეტრებს საწყის პირობებთან;
- გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულების დინამიკის შესასწავლად (დახრილი სიბრტყე, გადაბმული სხეულები), შედეგებს აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
- ჩამოთვლის მსოფლიო მიზიდულობის ძალის გამოვლენის მაგალითებს;
- ადარებს თავისუფალი ვარდნის აჩქარებებს სხვადასხვა ციურ სხეულზე;
- გეგმავს და ატარებს ცდებს იმპულსის მუდმივობის კანონის შესასწავლად, აწარმოებს გაზომვებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
- ჩამოთვლის იმპულსის მუდმივობის კანონის საილუსტრაციო მაგალითებს;
- ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით