ფიზ.გაძ.XI.3.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია მექანიკური რხევებისა და ტალღების დახასიათება

ინდიკატორები

  • გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა მექანიკური რხევების დასაკვირვებლად, აწარმოებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს რხევის მახასიათებელ სიდიდეებს შორის;  
  • აანალიზებს რეზონანსის მოვლენას, მოჰყავს ამ მოვლენის ამსახველი ფაქტები ყოფა-ცხოვრებიდან;
  • აანალიზებს რხევის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის რაოდენობრივ კავშირს;
  • რაოდენობრივად აღწერს ჰარმონიულ რხევებს;
  • ახასიათებს განივი და გრძივი ტალღების გავრცელებას;  
  • ატარებს ცდებს და აკვირდება ბგერის წარმოქმნას და გავრცელებას, მოჰყავს ბგერის წყაროს მაგალითები;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ, ადარებს ერთმანეთს და გამოთქვამს არგუმენტირებულ ვარაუდს მათ შორის არსებული განსხვავების მიზეზებზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის სიხშირის შესახებ, აანალიზებს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხებით;
  • გეგმავს და ატარებს ცდებს მექანიკური ტალღების შესასწავლად (არეკვლა, გარდატეხა, დიფრაქცია, ინტერფერენცია), შედეგებს აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • აკვირდება და რაოდენობრივად აღწერს დოპლერის ეფექტს;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები