ფიზ.გაძ.X.5.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა

ინდიკატორები

  • აანალიზებს კულონის კანონის სადემონსტრაციო ცდას და შესაბამის რაოდენობრივ თანაფარდობებს;
  • აკავშირებს ელეტროსტატიკური ველის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს (დაძაბულობა, პოტენციალი). მსჯელობს სუპერპოზიციის პრინციპის მნიშვნელობის შესახებ;
  • მსჯელობს ელექტრული დენის თავისებურებებზე ლითონში,  სითხეში, აირში. ახასიათებს ელექტროლიზის მოვლენას და აანალიზებს ფარადეის კანონებს;
  • მსჯელობს ელექტრული დენის თავისებურებებზე ნახევარგამტარებში;
  • აანალიზებს რაოდენობრივად დენის მაგნიტურ მოქმედებას;
  • გეგმავს და ატარებს ცდებს ელექტრომაგნიტური ინდუქციის გამოსაკვლევად, აანალიზებს მონაცემებს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს;
  • აღწერს ინდუქციურ დენს თვისებრივად და რაოდენობრივად;
  • ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს  სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები