ფიზ.გაძ.VIII.6.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა

ინდიკატორები

  • განასხვავებს ენერგიის ფორმებს – მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული  ენერგიების სახით და მოჰყავს მათი გამოყენების მაგალითები;
  • განარჩევს და აღწერს სინათლის და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ  წყაროებს, მსჯელობს მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ;
  • მოჰყავს ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნის მაგალითები (მაგ., ჰიდროელექტროსადგური: წყლის მექანიკური ენერგია-ელექტრული ენერგია-სინათლის (ნათურა), მექანიკური (ძრავა) ან სითბური ენერგია (ელექტრო გამათბობელი);
  • განიხილავს საკვებ ნივთიერებებს, როგორც ორგანიზმის ენერგიის წყაროს;
  • ადარებს ერთმანეთს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს, მსჯელობს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე;
  • სახავს ენერგიის დაზოგვის შესაძლო გზებს, მსჯელობს მის აუცილებლობაზე და მოჰყავს მაგალითები;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის მიერ ენერგიის გარდაქმნისა და გამოყენების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე,  ამზადებს რეფერატს;
  • მოიპოვებს ინფორმაციას მის ლოკალურ გარემოში არსებული ბუნებრივი ენერგიის წყაროების შესახებ და სახავს მისი ეფექტურად გამოყენების გზებს.

რესურსები