ფიზ.გაძ.VIII.5.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლების აღწერა

ინდიკატორები

  • ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • აღწერს ბრიზის წარმოქმნას და სათბურის ეფექტს;
  • ატარებს ცდებს სითბოცვლის პროცესებზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოჰყავს გათბობისათვის საჭირო სითბოს რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულა;
  • აანალიზებს დნობა-გამყარების, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებს, რაოდენობრივად აღწერს მათ;
  • მარტივი ცდების საშუალებით აკვირდება და ახასიათებს ზედაპირულ დაჭიმულობას და კაპილარულ მოვლენებს; 
  • აანალიზებს წვის სითბოს, გამოითვლის მას და იყენებს პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად (მაგ., სხვადასხვა საწვავის გამოყენება მომგებიანობის მხრივ);
  • მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს სითბური ძრავების მოქმედების პრინციპს  (შიგაწვის ძრავა, ტურბინა);
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები