ფიზ.გაძ.VIII.4.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა

ინდიკატორები

  • ატარებს ცდებს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად, აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • ატარებს ცდებს ნივთიერების ელექტროგამტარებლობაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • რაოდენობრივად ახასიათებს დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის დამოკიდებულებას მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან;
  • აგებს ელ. წრედს გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთებით, იკვლევს რაოდენობრივ კავშირს ელ. წრედის მახასიათებელ პარამეტრებს შორის; 
  • რაოდენობრივად აყალიბებს ომის კანონს წრედის უბნისათვის და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
  • ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელ. ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს;
  • რაოდენობრივად აყალიბებს ჯოულ-ლენცის კანონს და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
  • ცდების საშუალებით აკვირდება დენის მაგნიტურ მოქმედებას, თვისობრივად აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • აგებს მარტივი ხელსაწყოს მოდელს ელ. მაგნიტის გამოყენებით და აკეთებს დემონსტრირებას;
  • ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას;
  • ადექვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები