ფიზ.გაძ.VII.2.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა
ინდიკატორები
- ერთმანეთისაგან განასხვავებს ნივთიერებასა და ფიზიკურ სხეულს. ასახელებს ერთი ნივთიერებისაგან დამზადებულ სხვადასხვა სხეულს და სხვადასხვა ნივთიერებისაგან დამზადებულ ერთი დანიშნულების სხეულებს;
- ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აგებულების საფუძველზე ხსნის რიგ მოვლენებს;
- განასხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს მათი თვისებებისა (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით, წარმოადგენს მოდელის სახით;
- აკავშირებს ნივთიერების სიმკვრივეს მის პრაქტიკულ გამოყენებასთან;
- ატარებს ცდებს და იკვლევს დიფუზიის მოვლენას სითხეებში, გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
- იკვლევს ტემპერატურის გავლენას დიფუზიის სიჩქარეზე, გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
- აკვირდება დიფუზიის მოვლენას და მსჯელობს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა - ცხოვრებაში, მოჰყავს მაგალითები;
- ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.