arrow

1. სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმებისდაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

აცნობიერებს საკუთრების უფლებას მის შექმნილ ციფრულ ნამუშევარზე

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს საკუთრების უფლებას ციფრულ ნამუშევარზე, იაზრებს მისი გამოყენების სწორ და არასწორ შესაძლებლობებს

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

აღიარებს, როდესაც იყენებს სხვის შექმნილ ციფრულ ნამუშევარს/პროდუქტს და ასახელებს წყაროს

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ამოიცნობს ციფრული ნამუშევრის/პროდუქტების საკუთრებისა და გამოყენების სამართლებრივ ვალდებულებებს

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

პრაქტიკაში ავლენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რაც შესაბამისობაშია ციფრული პროდუქტების საკუთრებისა და გამოყენების სამართლებრივ ვალდებულებებთან

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ამოიცნობს და აღწერს ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, გაცნობიერებულად იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას

მაგალითები:

  • იცის, რომ მისი შექმნილი ტექსტები, ნახატები, მარტივი მუსიკალურ-რიტმული კომპოზიციები (აუდიო ჩანაწერი), გადაღებული სურათები და ვიდეოები მისი საკუთრებაა

მაგალითები:

  • იყენებს თანაკლასელის ნამუშევარს მხოლოდ მისი ნებართვით
  • აქვეყნებს საკუთარ ნამუშევარს დაცულ გარემოში

მაგალითები:

  • ციფრული მასალის გამოყენებისას უთითებს საიდან გადმოწერა ეს მასალა, ითვალისწინებს ავტორის უფლებებს და საჭიროების შემთხვევაში უთითებს ავტორს
  • თავს არიდებს პლაგიატს

მაგალითები:

  • ამოწმებს რომელი ინფორმაციის კოპირება/გაზიარება/რედაქტირებაა ნებადართული და რომლის არა
  • საკუთარ ნამუშევარში/პროდუქტში გამოყენებული მასალების წყაროებს/ავტორებს უთითებს გამოყენებული ლიტერატურის სახით

მაგალითები:

  • საკუთარ ნამუშევარს/პროდუქტს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ანიჭებს საავტორო უფლების დაცვის ნიშანს 

მაგალითები:

  • იცავს სოციალურ და ეთიკურ ნორმებს რესურსების მოძიებისას და გამოყენებისას
  • მსჯელობს, თუ როგორ უშლის ხელს ნამუშევრის (მაგალითად მუსიკალური ნაწარმოები, კინოფილმი) არაკანონიერად გავრცელება მის ავტორს სათანადო ჰონორარის მიღებაში
  • ესმის რას ნიშნავს ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის ერთობლივად ფლობის ნებართვა

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

იცავს საკლასო წესებს ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ და ახდენს მარტივი სოციალური ნორმების ცოდნის დემონსტრირებას

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს საკლასო წესებს ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, ახდენს სოციალური ნორმების ცოდნის დემონსტრირებას  ნაცნობ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

აყალიბებს ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს მასწავლებლის დახმარებით და ახდენს შესაბამისი სოციალური ნორმების ცოდნის დემონსტრირებას,  სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისას

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

აფასებს ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებას მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. ავითარებს ინფორმაციის დაცვის სტრატეგიებს და ახდენს ზოგადი სოციალური წესების ცოდნის დემონსტრირებას, ნაცნობ ან უცნობ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

დამოუკიდებლად აყალიბებს ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის ადეკვატურ სტრატეგიებს. ინფორმაციის გაზიარებისას ახდენს ზოგადი სოციალური წესების ცოდნის დემონსტრირებას, განასხვავებს სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტს

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვისთვის. აცნობიერებს ონლაინ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს და იმუშავებს დაცვის შესაბამის სტრატეგიებს, მხედველობაში იღებს საზოგადოებაში მოქმედ ეთიკურ ნორმებს

მაგალითები:

  • იყენებს მხოლოდ მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის საინტერესო და სასარგებლო ციფრულ ინფორმაციას: ვებ გვერდები, თამაშები, ანიმაციური ფილმი და ა.შ.

მაგალითები:

  • კლასის მართვის პროგრამით მასწავლებელს/თანაკლასელებს  უგზავნის ტექსტურ შეტყობინებებს, სურათებს
  • იღებს ფოტოსურათებს, იწერს აუდიო/ვიდეო ინფორმაციას და უზიარებს მხოლოდ ნაცნობ აუდიტორიას: თანაკლასელებს, ოჯახს, მასწავლებლებს
  • ავტორიზაციის დროს იყენებს საკუთარ მომხმარებლის სახელს და პაროლს
  • ინახავს ინფორმაციას საკუთარ საქაღალდეში

მაგალითები:

  • მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში პერსონალური მონაცემების  გაზიარების შესახებ, მსჯელობს კიბერ ძალადობის ფორმებზე
  • შეტყობინებების გამოქვეყნებისას იყენებს თავაზიან ფორმას
  • უზიარებს შეტყობინებებს, ფოტოებს და ვიდეოებს თანატოლებს/მასწავლებლებს
  • იცის, რომ ქსელში ან/და ინტერნეტ სივრცეში ზოგიერთი მასალის ნახვასთან/გადმოწერასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეზღუდვებს

მაგალითები:

  • იყენებს ურთიერთობის თავაზიან და მისაღებ ფორმას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან კომუნიკაციისას
  • აქვეყნებს/აზიარებს საკუთარ ან სხვის ფოტოსურათებს მათზე გამოსახული ადამიანების ნებართვით
  • ამოწმებს ვის აქვს წვდომა მის მიერ გამოქვეყნებულ/გაზიარებულ ინფორმაციპერსონალური მონაცემების გამოქვეყნებისას, ითვალისწინებს მათ  გაზიარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ამოიცნობს და რეაგირებს კიბერ ძალადობის ფაქტებზე

მაგალითები:

  • აქვეყნებს პერსონალურ მონაცემებს სათანადო გარემოში,
  • ამოიცნობს და რეაგირებს როდესაც სხვა ხდება კიბერ ძალადობის მსხვერპლი
  • პირადი კომუნიკაციის შინაარსს მხოლოდ მეორე მხარესთან შეთანხმებით უზიარებს გარეშე პირებს
  • ელექტრონული მიმოწერისას იყენებს Cc და Bcc ველს

მაგალითები:

  • აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს პერსონალური მონაცემების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისას, ცვლის ინფორმაციის მიღება/გაზიარებასთან დაკავშირებულ პარამეტრებს
  • დამოუკიდებლად იმუშავებს ანტი კიბერ ძალადობრივ სტრატეგიებს
  • ელექტრონული შეტყობინებების/ფოსტის გაგზავნისას იყენებს ოფიციალური მიმართვის ფორმებს

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

იცის როგორ გამოიყენება ისტ-ი სკოლასა და სახლში

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს ისტ-ის ღირებულებასა და როლს სკოლასა და სახლში

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

ავლენს დადებით დამოკიდებულებას ისტ-ის მრავალმხრივი გამოყენების მიმართ სკოლაში, სახლსა და თემში

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

აცნობიერებს ისტ-ის გამოყენებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მის პოზიტიურ და ნეგატიურ ზემოქმედებას ცხოვრებაზე

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

განმარტავს ისტ-ის გამოყენების სარგებელს და რისკებს სახლსა და სამუშაო გარემოში

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

აცნობიერებს ისტ-ის გავლენას საზოგადოებაზე. აფასებს მის როლს და დანიშნულებას

მაგალითები:

  • თამაშობს საგანმანათლებლო თამაშებს, ათვალიერებს სურათებს, უყურებს ვიდეოებს, ანიმაციურ ფილმებს და ა.შ.
  • ეცნობა და ასრულებს დავალებებს ელექტრონულ ფორმატში

მაგალითები:

  • კითხულობს ელექტრონულ წიგნებს
  • აკვირდება რეალურ მოვლენებს სიმულაციების გამოყენებით
  • აფასებს ისტ-ს როგორც ინფორმაციის მოძიების სწრაფ საშუალებას

მაგალითები:

  • იყენებს ისტ-ს ცოდნის გაღრმავებისა და სიახლეების მოძიების მიზნით
  • იყენებს ისტ-ს კომუნიკაციის მიზნით
  • იაზრებს ისტ-ის გამოყენების შესაძლებლობებს საყოფაცხოვრებო ამოცანების გადაწყვეტისას
  • რეალურ დროში აკვირდება სხვადასხვა მოვლენას, შეიცნობს სამყაროს ვირტუალური ტურების საშუალებით

მაგალითები:

  • გაიაზრებს და ასაბუთებს ისტ-ის გამოყენების დადებით მხარეებს: ყოველდღიურ ცხოვრებაში, განათლებასა და მეცნიერებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში, ხელოვნებასა და კულტურაში, მეწარმეობასა და ბიზნესში და ა.შ.
  • განმარტავს რა დადებით და ნეგატიურ გავლენას ახდენს ინტერნეტ ტექნოლოგიები ადამიანზე

მაგალითები:

  • მსჯელობს თუ რამდენად ანაცვლებს კომპიუტერი ადამიანის სამუშაოს, რამდენად უწყობს ხელს პროცესების ავტომატიზაცია წარმოების პროდუქტიულობის გაზრდას

მაგალითები:

  • აცნობიერებს, რომ ისტ-ის საშუალებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
  • აანალიზებს შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს არსებულ და მომავლის ტექნოლოგიურ რესურსებზე
  • აფასებს ისტ-ის შესაძლებლობებს პირადი, სოციალური, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და კარიერული საჭიროებებისთვის
  • მსჯელობს რა გავლენას ახდენს/მოახდენს არსებული და მომავლის ტექნოლოგიები ადამიანსა და საზოგადოებაზე

2. ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული მოწყობილობის დანიშნულებას და ახდენს მათი უსაფრთხოდ გამოყენების დემონსტრირებას

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს სხვადასხვა ციფრული მოწყობილობის დანიშნულებას, ასახელებს მათ ფუნქციებს და იყენებს უსაფრთხოდ.

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

ამოიცნობს, ადარებს და აჯგუფებს ციფრულ მოწყობილობებს. 

 

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ირჩევს და უსაფრთხოდ იყენებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას ამოცანების გადასაწყვეტად.

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

დამოუკიდებლად ირჩევს და უსაფრთხოდ იყენებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას მათი ფუნქციების გათვალისწინებით. ამოიცნობს და ადარებს სხვადასხვა ციფრული მოწყობილობის ერთიდაიგივე დანიშნულების კომპონენტებს

დონე VI კლასის ბოლოს

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად ზუსტად შეარჩევს შესაბამის ციფრულ მოწყობილობას და იყენებს უსაფრთხოდ

მაგალითები:

  • ამოიცნობს და ასახელებს ზოგიერთ ციფრულ მოწყობილობას მაგალითად: სამაგიდო კომპიუტერი, ნოუთბუქი, კლავიატურა, მაუსი, ყურსასმენი, მიკროფონი და ა.შ.
  • უსაფრთხოების წესების დაცვით წყვეტს მარტივ ამოცანებს (მაგალითად: ნეტბუქის ელექტროენერგიით დამუხტვა, კომპიუტერის ჩართვა/ გამორთვა, გადატვირთვა, ყურსასმენების მიერთება კომპიუტერზე და ა.შ.)
  • ციფრულ მოწყობილობებთან მუშაობისას პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მიმართავს სხვას (მასწავლებელს, მშობელს) დასახმარებლად
  • იცის, რომ ციფრული მოწყობილობების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე (იწვევს თვალის, მაჯისა და კიდურის არეში დაძაბულობას, ტკივილს კისრისა და ზურგის არეში, და სხვ.)

მაგალითები:

  • იყენებს ციფრულ კამერას სურათის გადასაღებად ან ვიდეოს ჩასასწერად
  • ამოიცნობს და ასახელებს ციფრულ მოწყობილობებს: მაუსი, სკანერი, პრინტერი, პროექტორი და ა.შ., საუბრობს მათ გამოყენებაზე ინფორმაციის, დასასკანერებლად, ამოსაბეჭდად ა.შ.
  • იცის ფლეშ მეხსიერების, კომპაქტური დისკის, მყარი დისკის, როგორც ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობის არსებობის შესახებ

მაგალითები:

  • ესმის ინფორმაციის შემტან-გამომტანი, დამმუშავებელი და შემნახველი მოწყობილობების მნიშვნელობა და როლი
  • კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (სწორად იყენებს მაუსსა და კლავიატურას, იცავს კომპიუტერთან ჯდომის წესებს და ა.შ.)
  • ადარებს ერთმანეთს ლოკალურ და გლობალური ქსელს, იცის მათი მუშაობის პრინციპები
  • სწორად მოიხმარს ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებს (მყარი დისკი, კომპაქტ დისკი, ფლეშ მეხსიერება), პროექტორს, პრინტერს, სკანერს და ა.შ. აფასებს მათ შესაძლებლობებს და მსჯელობს ამ შესაძლებლობების შესახებ
  • მსჯელობს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას ან მის კომპონენტებს შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციების და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ

მაგალითები:

  • ციფრულ მოწყობილობებთან მუშაობისას ცდილობს დამოუკიდებლად გადაჭრას წარმოქმნილი პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სხვას (მასწავლებელს, მშობელს) დასახმარებლად
  • კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას შორის  აკეთებს არჩევანს (მაგ., ვებ კამერის გამოყენება ჯობია თუ ციფრული ვიდეო კამერის)

მაგალითები:

  • ადარებს კომპიუტერის, მობილურის და პლანშეტური მოწყობილობების სხვადასხვა კომპონენტის მახასიათებლებს (ეკრანის პარამეტრები, პროცესორის სწაფქმედება, მეხსიერების ზომა და ა.შ.)
  • ამოიცნობს და ადარებს ქსელური სისტემების ტექნიკურ მახასიათებლებს, იცის სერვერი-კლიენტ ქსელის მუშაობის პრინციპები

მაგალითები:

  • დიაგნოსტირებას უკეთებს ციფრული მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებს, ცვლის პარამეტრების კონფიგურაციას ამოცანის გადაწყვეტისას მათი ფუნქციონირების ოპტიმიზაციისთვის
  • აკეთებს არჩევანს ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობებისა და ღრუბლოვანი გამოთვლითი ტექნოლოგიების გამოყენებას შორის

დონე I:

მიღწევადია II კლასის ბოლოს

იცის ზოგიერთი გამოყენებითი პროგრამის დანიშნულება, ფლობს მასთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს ზოგიერთი გამოყენებითი პროგრამის დანიშნულებას. მათთან მუშაობისას იყენებს ძირითად ბრძანებებს და ფუნქციებს

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

აცნობიერებს ზოგიერთი გამოყენებითი პროგრამის დანიშნულებას და იყენებს მათ

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ამოცანიდან გამომდინარე ირჩევს და იყენებს შესაბამის გამოყენებით პროგარამებს, ცვლის სხვადასხვა ციფრული მოწყობილობის პარამეტრებს

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

ამოცანიდან გამომდინარე იყენებს როგორც გამოყენებით პროგრამებს, ისე ღრუბლოვან გამოთვლით სისტემებს

დონე VI კლასის ბოლოს

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ამოცანის გადაწყვეტისას ირჩევს ოპტიმალურ გზას, უსაფრთხოდ იყენებს გამოყენებით და სისტემურ პროგრამებს, ღრუბლოვან გამოთვლით სისტემებს და ა.შ.

მაგალითები:

  • ამოიცნობს ზოგიერთ პროგრამას (ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი და ა.შ.) და განასხვავებს მათ დანიშნულებას
  • ასრულებს მოქმედებებს ფანჯრებზე, ხსნის/ხურავს პროგრამებს და ირჩევს ბრძანებებს სხვადასხვა მოქმედების შესასრულებლად
  • ახდენს საგანმანათლებლო თამაშებში ნავიგაციის უნარის დემონსტრირებას

მაგალითები:

  • ახდენს ვირტუალურ გარემოში (მაგ.: ელექტრონული წიგნები, სიმულაციური პროგრამები და ვებ საიტები) ნავიგაციის უნარის დემონსტრირებას
  • ირჩევს და იყენებს სხვადასხვა თამაშს/სიმულაციას: აკვირდება, აგროვებს, აწესრიგებს და აანალიზებს მონაცემებს.
  • საუბრობს ზოგიერთი პროგრამის დანიშნულებაზე და იყენებს მათ ნახატის შესაქმნელად, ტექსტის დასაწერად და გასაფორმებლად, აუდიო/ვიდეო ინფორმაციის ჩასაწერად და ა.შ.

მაგალითები:

  • შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს. ტექსტის დასამუშავებლად იყენებს ტექსტურ რედაქტორს, გრაფიკულ რედაქტორს ნახატის შესაქმნელად, საპრეზენტაციო პროგრამას საპრეზენტაციო ფაილის შესაქმნელად, ელექტრონულ ცხრილებს დინამიური ცხრილის შესაქმნელად და ა.შ.
  • აცნობიერებს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის კავშირს
  • იაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის დანიშნულებას და სტრუქტურას

მაგალითები:

  • ცვლის ციფრული კამერის, პრინტერის, სკანერის, პროექტორის, მონიტორის დაა.შ. პარამეტრებს
  • ამოიცნობს სხვადასხვა პროგრამის გამოყენებისას დაშვებულ ტიპურ შეცდომებს
  • იყენებს მარტივი დიაგნოსტირების მეთოდებს პრაქტიკაში ხშირად წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად

მაგალითები:

  • ირჩევს ელექტრონული ცხრილების პროგრამას სასწავლო პროექტის ბიუჯეტის მოდელის შესაქმნელად
  • დამოუკიდებლად შეიმუშავებს სტრატეგიებს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად
  • ფაილების შენახვისას ითვალისწინებს სხვადასხვა სისტემასთან თავსებადობას
  • ესმის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების დანიშნულება

მაგალითები:

  • ვებ საიტის/ბლოგის შესაქმნელად კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე აკეთებს სწორ არჩევანს პროგრამებსა და ონლაინ ინსტრუმენტებს შორის
  • დასახული მიზნის მისაღწევად ახდენს ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ცოდნის დემონსტრირებას, მათ ფუნქციონირებაში და პროცესებში ცვლილებების შეტანის კუთხით
  • სწორად შეარჩევს და იყენებს კომპიუტერის მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტირების/ტესტირების, დრაივერის პროგრამებს
  • იყენებს ციფრული ინსტრუმენტს ციფრული ინფორმაციის სასურველ ფორმატში გარდასაქმნელად

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

ინახავს და პოულობს ციფრულ ინფორმაციას სხვისი დახმარებით

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

ინახავს და პოულობს ციფრულ ინფორმაციას დამოუკიდებლად, ინფორმაციის შესანახად იყენებს სისტემურ საქაღალდეებს

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

ორგანიზებულად ინახავს ციფრულ ინფორმაციას სხვადასხვა მატარებელზე

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ორგანიზებულად ინახავს ციფრულ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმატში, იყენებს სხვადასხვა ხერხს

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

ორგანიზებულად ინახავს ციფრულ ინფორმაციას მომხმარებელთა ჯგუფებისთვის, სხვადასხვა სისტემების გამოყენებით

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ორგანიზებულად და უსაფრთხოდ ინახავს/აზიარებს ციფრულ ინფორმაციას სხვადასხვა სისტემისა და მეთოდის გამოყენებით

მაგალითები:

  • ინფორმაციის შესანახად იყენებს Save ბრძანებას
  • პოულობს საკუთარ ნამუშევარს მასწავლებლის დახმარებით და ხსნის

მაგალითები:

  • შექმნილ/მოძიებული ინფორმაციის შენახვისას ირჩევს სისტემურ საქაღალდეს (დოკუმენტების, სურათების, აუდიო/ვიდეოების) და ფაილს არქმევს სახელს
  • იყენებს ფაილის შენახვის და გახსნის სტანდარტულ ბრძანებებს Save, Save as, Open

მაგალითები:

  • ახდენს ფაილებისა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით
  • მონაცემთა და ციფრული მასალის შენახვისას ადარებს და აფასებს სხვადასხვა მოწყობილობას ან/და საცავს (მყარი დისკი, ფლეშ მეხსიერება, კომპაქტური დისკი და ა.შ.). მსჯელობს ერთი მათგანის უპირატესობის შესახებ მეორესთან შედარებით
  • ახდენს მონაცემების დაარქივებას, მონაცემთა ოპტიმალურად შენახვისა და დაზიანებული მონაცემების სწრაფად და მარტივად აღდგენის მიზნით
  • განასხვავებს ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას
  • აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალ­დეებად); გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს

მაგალითები:

  • ციფრული ინფორმაციის დასამახსოვრებლად იყენებს სანიშნეებს (favorites, bookmarks), საკვანძო სიტყვებს (tags)
  • ფაილებს ინახავს სხვადასხვა ფორმატში
  • აარქივებს მონაცემებს, იცავს პაროლის გამოყენებით
  • მსჯელობს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატს შორის განსხვავებაზე და მონაცემთა შენახვისას შეარჩევს შესაფერის ფორმატს (მაგალითად: გრაფიკული მასალის შენახვისას: JPG, GIF, BMP; ტექსტური მასალის შენახვისას: ჩვეულებრივი ტექსტი, RTF, ფორმატირებული დოკუმენტი)

მაგალითები:

  • ქმნის და სხვებს უზიარებს ფაილებსა და საქაღალდეებს ლოკალურ ქსელში
  • ინახავს და აზიარებს ინფორმაციას ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების გამოყენებით
  • აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა ონლაინ სივრცეში (ვებ საიტებზე, პორტალებზე, ფაილურ საცავებზე, ვიკი საიტებზე)

მაგალითები:

  • ქმნის შეზღუდვებს ონლაინ გარემოში მონაცემების გაზიარებისას (აზიარებს მხოლოდ წაკითხვის, კომენტირების და ა.შ. რეჟიმში)
  • აზიარებს/აქვეყნებს ონლაინ რესურსს ვებზე ინტეგრირებული გაზიარების ინსტრუმენტების გამოყენებით (ვიდეო საცავიდან რესურსს აზიარებს სოციალურ ქსელში, ბლოგზე და ა.შ.)

3. ახალი პროდუქტის შექმნა

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

საკითხის გადაწყვეტისას იყენებს ისტ-ს მარტივად გაწერილი გეგმის მიხედვით სამოქმედოდ

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

ამოცანის გადაწყვეტისას იყენებს ისტ-ს მარტივი გეგმების შესამუშავებლად

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

იყენებს ისტ-ს იდეების ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ეფექტურად იყენებს ისტ-ს იდეების ჩასაწერად, ნააზრევის წარმოსაჩენად და გადაწყვეტილებების მისაღებად

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

იყენებს შესაბამის ისტ ინსტრუმენტს იდეების კოლაბორაციულად შესამუშავებლად და გეგმების დეტალურად დასამუშავებლად

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ირჩევს და იყენებს ისტ-ს იდეებისა და ცნებების მკაფიოდ გამოსაკვეთად, კომპლექსური გეგმების შესამუშავებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად

მაგალითები:

  • იყენებს როგორც ტექსტურ ასევე მულტიმედიურ მოკლე ინსტრუქციებს 

მაგალითები:

  • შესაბამის პროგრამაში აგებს მარტივ ცნების რუკას;
  • იყენებს გრაფიკულ ორგანაიზერს განსახორციელებელ აქტივობებში თითოეული საფეხურის გამოსაკვეთად. 

მაგალითები:

დაგეგმვისას იყენებს ცხრილებს, ფოტოებსა და ესკიზებს

მაგალითები:

  • სპეციალურ პროგრამაში აგებს და იყენებს აქტივობათა დროში გაწერილ გეგმას
  • ძირითადი იდეებისა და ცნებების ურთიერთდამოკიდებულებების წარმოსაჩენად ელექტრონულად აგებს ცნების რუკას
  • იდეებს წარმოაჩენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო-ვიდეო ინფორმაციის სახით

მაგალითები:

  • აზიარებს ტექსტურ, გრაფიკულ და მულტიმედიურ ფაილებს

მაგალითები:

  • ქმნის ჰიპერბმულებს ცხრილებსა და დიაგრამებში
  • განმარტავს და აღწერს პროცესებს სიმულაციური გარემოს ან ვირტუალური მოდელის დახმარებით

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

ისტ-ის გამოყენებით ირჩევს მონაცემთა გამოსახვის სასურველ ფორმას, სხვისი დახმარებით მარტივი ამოცანის გადასაჭრელად

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

ისტ-ის გამოყენებით ირჩევს მონაცემთა გამოსახვის სასურველ ფორმას მარტივი ამოცანის გადასაჭრელად 

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

ისტ-ის გამოყენებით ქმნის და ხვეწავს მონაცემთა გამოსახვის ფორმებს სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

დამოუკიდებლად ან კოლაბორაციულად ქმნის და ხვეწავს ციფრულ გადაწყვეტილებებს და მონაცემთა წარმოდგენის ფორმებს განსაზღვრული აუდიტორიისთვის და სპეციფიკური მიზნების გათვალისწინებით

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

ქმნის და ხვეწავს მარტივ ციფრულ გადაწყვეტილებებს, ან კომბინირებულ შემოქმედებით შედეგებს ან მონაცემთა წარმოდგენის ფორმებს განსაზღვრული აუდიტორიისა და სპეციფიკური მიზნების გათვალისწინებით

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ქმნის, ხვეწავს და მართავს კომპლექსურ ციფრულ გადაწყვეტილებებს, ან კომბინირებულ შემოქმედებით შედეგებს ან მონაცემთა წარმოდგენის ფორმებს, რომლებსაც ცვლის მიზნებიდან და აუდიტორიიდან გამომდინარე

მაგალითები:

  • ქმნის თავისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის ციფრულ ნამუშევარს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად, ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით;
  • ამზადებს და გამოსცემს მარტივ ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში;

მაგალითები:

  • იყენებს შერჩეული პროგრამის მარტივ ფუნქციებს ტექსტებთან, ციფრებთან, სურათებთან და აუდიო/ვიდეო მონაცემებთან სამუშაოდ;
  • მონაცემებს გამოსახავს როგორც რიცხვითი ისე გრაფიკული სახით.

მაგალითები:

  • ამუშავებს ტექსტებს, სურათებს, აუდიო და ვიდეო ფაილებს და ახდენს მათ კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას;
  • სიმულაციური პროგრამების გამოყენებით არჩევს მონაცემებს, ატარებს ექსპერიმენტს და აკვირდება ცვლილებებს.

მაგალითები:

  • აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ფაილებს, ერთი დოკუმენტის ან პრეზენტაციის საილუსტრაციოდ
  • ქმნის პოდკასტებს
  • იყენებს ისტ-ს საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში
  • მიზანმიმართულად ახორციელებს პროცესების კორექტირებას და განახლებას
  • აგროვებს მონაცემებს, ცდის სხვადასხვა ნიმუშებს და იყენებს ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად
  • იმუშავებს კორექტირების სტრატეგიებს

მაგალითები:

  • ქმნის ვიდეოებს, ანიმაციებს, ვებსაიტებს და მუსიკას
  • აპროგრამებს თამაშებს
  • იყენებს ელექტრონულ ცხრილებს

მაგალითები:

  • მოდელირებას აკეთებს ელექტრონულ ცხრილებში
  • იყენებს დამატებით ფუნქციებს ციფრული პროდუქტების და სასურველი ეფექტების მისაღებად
  • აუდიტორიისთვის ქმნის მედიით გამდიდრებულ პრეზენტაციებს ციფრული ინსტრუმენტებისა და რესურსების სათანადო და ეთიკური გამოყენებით

4. კომუნიკაცია და კოლაბორაცია

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

იცის,  რომ შეტყობინებების გაგზავნა და  მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფორმით

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს, რომ ელექტრონული კომუნიკაციის დროს, მისი ინფორმაცია შესაძლოა მოგვიანებით ნახონ.

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

აცნობიერებს, რომ ელექტრონული კომუნიკაცია შესაძლებელია მიზნობრივ აუდიტორიასთან

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

აცნობიერებს ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებს

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

აცნობიერებს, რომ ელექტრონული კომუნიკაციისას, კოლაბორაციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

აცნობიერებს, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას ისევე როგორც კოლაბორაციას აქვს გარკვეული უპირატესობები და ნაკლოვანებებიც

მაგალითები:

  • იყენებს ისტ-ს თანატოლებთან, მასწავლებლებთან და  მშობლებთან კომუნიკაციისთვის
  • მასწავლებლის შეკითხვებს პასუხობს ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით

მაგალითები:

  • ამოწმებს მიიღო თუ არა ადრესატმა მისი გაგზავნილი ელექტრონული ინფორმაცია;
  • კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, თანაკლასელების მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით მოიპოვებს ინფორმაციას და სხვებს უზიარებს/უცვლის.

მაგალითები:

  • უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას ერთ ან რამდენიმე ადამიანს ერთდროულად
  • ვირტუალურ ჯგუფში აქვეყნებს ელექტრონულ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია ჯგუფის ყველა წევრისთვის

მაგალითები:

  • ასხვავებს სხვადასხვა საკომუნიკაციო პროგრამებს მათი შესაძლებლობების მიხედვით
  • ხვდება განსხვავებას კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებს შორის, მაგალითად სინქრონული ან ასინქრონული, ერთი-ერთთან ან ჯგუფური

მაგალითები:

  • აცნობიერებს ელექტრონული სასწავლო გარემოს გამოყენებას კოლაბორაციისთვის

მაგალითები:

  • აცნობიერებს უპირატესობებს და ნაკლოვანებებს ვებსაიტებისა და ონლაინ გარემოს გამოყენებისას კოლაბორაციისთვის

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

ისტ-ის გამოყენებით ათვალიერებს მასწავლებლის გამოქვეყნებულ/გაზიარებულ ინფორმაციას. ცვლის/აზიარებს ინფორმაციას საკლასო ოთახში

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

ისტ-ის გამოყენებით უზიარებს/უცვლის ინფორმაციას ნაცნობ აუდიტორიას

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

იყენებს შესაბამის ისტ ინსტრუმენტს, აუდიტორიისთვის ინფორმაციის უსაფრთხოდ გასაზიარებლად/გასაცვლელად

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

იყენებს შესაბამის ისტ ინსტრუმენტს კოლაბორაციული მუშაობისთვის და ინფორმაციის უსაფრთხოდ გასაზიარებლად/გასაცვლელად

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

ირჩევს და იყენებს შესაბამის ისტ ინსტრუმენტს ინფორმაციის გაზიარებისას/გაცვლისას ჯგუფების შესაქმნელად და უსაფრთხოდ სამართავად, მონაწილეობს ფართო აუდიტორიასთან ონლაინ პროექტებში ან კოლაბორაციულ აქტივობებში

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ირჩევს და რაციონალურად იყენებს სხვადასხვა ისტ ინსტრუმენტს ინფორმაციის უსაფრთხოდ გასაცვლელად და გასაზიარებლად, ახდენს ცოდნის კონსტრუირებას მიზანმიმართულად და თანამშრომლობითად

მაგალითები:

  • ნახულობს ელექტრონულ ფორმატში გამოქვეყნებულ (ვირტუალურ ჯგუფში, კლასის მართვის პროგრამაში) ინფორმაციას  მასწავლებლის/ მშობლის დახმარებით
  • უგზავნის შეტყობინებას მასწავლებელს (მაგალითად კლასის მართვის პროგრამით)

მაგალითები:

  • ნახულობს სხვის გამოქვეყნებულ ელექტრონულ შეტყობინებებს და მასწავლებლის დახმარებით თავადაც აქვეყნებს (კლასის ონლაინ კედელზე, ვირტუალურ ჯგუფში)

მაგალითები:

  • იყენებს ელექტრონულ ფოსტას და ონლაინ სადისკუსიო კედელს ელექტრონული შეტყობინებების წასაკითხად და გამოსაქვეყნებლად
  • ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გასაუმჯობესებლად

მაგალითები:

  • სხვებთან ერთად ქმნის ბლოგს/საიტს 
  • იყენებს დოკუმენტში კომენტარების და ცვლილებების დაფიქსირების ფუნქციებს

მაგალითები:

  • ქმნის ბლოგს ან ვიკის მომხმარებელთა შესაბამისი ჯგუფისთვის
  • მონაწილეობს ონლაინ სასწავლო სივრცეში მართულ თანამშრომლობით სასწავლო პროექტში 

მაგალითები:

  • იყენებს ონლაინ აპლიკაციებსა და მენეჯმენტის ინსტრუმენტებს (პორტალები, ვიკი და ა.შ.) თანამშრომლობითი სასწავლო პროექტების განსახორციელებლად
  • იყენებს სოციალური ქსელების ინსტრუმენტებს სტრატეგიული მიზნებისთვის

5. ინფორმაციის მოძიება და კვლევა

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

იყენებს ისტ-ს საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

იყენებს ისტ-ს ინფორმაციის ვიზუალიზაციისთვის, რა არის უკვე ცნობილი და რა საჭიროებს კვლევას

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

იყენებს ისტ-ს მოსაძიებელი ინფორმაციის დასახარისხებლად

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

იყენებს სხვადასხვა ისტ საშუალებებს ინფორმაციათა სიმრავლიდან სასურველი ინფორმაციის ამოსაცნობად და წარმოსაჩენად, სვამს საძიებო პროცესის ხელშესაწყობ კითხვებს

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

იყენებს სხვადასხვა ისტ საშუალებებს, შედარებით ბუნდოვანი ნიმუშებისა და სტრუქტურების გამოსაკვეთად, ინფორმაციის ძიების დასაგეგმად ან დასახარისხებლად

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ირჩევს და იყენებს სხვადასხვა ისტ საშუალებების, როგორც დამოუკიდებლად ისე კოლაბორაციულად, აანალიზებს ინფორმაციას კითხვების ჩამოსაყალიბებლად და  საძიებო სტრატეგიების დასაგეგმად და მონაცემთა დასახარისხებლად

მაგალითები:

  • იყენებს სხვადასხვა პროგრამების პიქტოგრამებს მათში ინფორმაციის მოსაძებნად

მაგალითები:

  • თანმიმდევრულად წარმოაჩენს კვლევის სხვადასხვა საფეხურს, ინფორმაციის ადვილად აღსაქმელად ირჩევს მათთვის განსხვავებულ ფორმატს

მაგალითები:

  • ჩამოწერს რა ინფორმაცია სჭირდება და სად შეიძლება მისი მოძიება
  • იყენებს სიმულაციებსა და გრაფიკულ ორგანაიზერებს პროცესების აღსაწერად და გამოსაკვლევად
  • ექსპერიმენტების ჩასატარებლად ქმნის/შეარჩევს მონაცემთა ჩაწერის ფორმებს

 

მაგალითები:

  • იყენებს, ცხრილებს, ჩარტებს ან გრაფიკულ ორგანაიზერებს

მაგალითები:

  • იყენებს გრაფიკულ ორგანაიზერებს ძიების დასაგეგმად ინფორმაციის წყაროებთან ბმულების მითითებით

მაგალითები:

  • იყენებს ვიკი საიტს ან სხვა გაზიარებულ დოკუმენტებს, საძიებო მონაცემთა ბაზებს და ა.შ.

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

საჭირო ინფორმაციის მისაგნებად პროგრამებში ირჩევს შესაბამის/სხვადასხვა პიქტოგრამებს

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

ეძებს ინფორმაციას მოცემული ციფრული რესურსებიდან. 

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

ეძებს ინფორმაციას სხვადასხვა ციფრული რესურსიდან, ღებულობს და ახარისხებს ინფორმაციას

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

საზღვრავს საჭირო ინფორმაციის ადგილმდებარეობას, ღებულობს და ახარისხებს ინფორმაციას საძიებო სისტემების გამოყენებით და მარტივი საძიებო ფუნქციებით ახდენს ინფორმაციის  აზრიან კლასიფიკაციას

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

საზღვრავს საჭირო ინფორმაციის ადგილმდებარეობას, ღებულობს ან ახარისხებს ინფორმაციის საძიებო სისტემების საშუალებით და ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

იყენებს საძიებო ინსტრუმენტებს, სიმულაციებსა და ციფრულ მოდელებს საჭირო ინფორმაციის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად, ინფორმაციის მისაღებად და დასაზუსტებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი გააზრებების განვითარებას

მაგალითები:

  • იყენებს ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს ამოცანების ამოხსნის, ცნებებისა და იდეების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით (მაგალითად: ვიზუალური მასალას,  საგანმანათლებლო თამაშებს/სიმულაციებს და სხვა)

მაგალითები:

  • ეძებს ინფორმაციას მოცემული ჰიპერბმულების გამოყენებით, აკოპირებს/ბეჭდავს საჭირო მასალებს (ტექსტებს, სურათებს და ა.შ.);
  • ატარებს ექსპერიმენტებს სიმულაციურ გარემოში და აკვირდება მიღებულ შედეგებს.

მაგალითები:

  • ეძებს ინფორმაციას მოცემულ ვებ საიტებზე, ინახავს საჭირო ტექსტებსა და სურათებს;
  • აგროვებს მონაცემებს სიმულაციური გარემოდან;
  • იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს).

მაგალითები:

  • ეძიებს ინფორმაციას სასკოლო საქაღალდეში
  • ეძებს ინფორმაციას ვებზე
  • ინფორმაციას ორგანიზებას უკეთებს საქაღალდეებში, ცხრილებში, მონაცემთა ბაზებში, იყენებს რეალური სამყაროს მოდელირებასთან დაკავშირებულ სიმულაციებს

მაგალითები:

  • მონაცემებს ეძიებს დოკუმენტებში
  • იყენებს საძიებო სისტემებს
  • იყენებს სიმულაციურ ინსტრუმენტებს ჰიპოთეზების გასატესტად

მაგალითები:

  • იყენებს ლოგიკურ გადაწყვეტილებებს როგორიც არის ჭეშმარიტია/მცდარია
  • ინფორმაციას ეძიებს ველებსა და მონაცემთა სტრუქტურებში
  • იყენებს ციფრულ მიკროსკოპს
  • იყენებს ციფრულ მოდელებს ჰიპოთეზების გასატესტად

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

განმარტავს რისთვის გამოიყენა მოძიებული მონაცემები ან ინფორმაცია

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

განმარტავს თუ რამდენად გამოდგება მის მიერ მოძიებული ინფორმაცია კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

განმარტავს თუ რატომ შეარჩია კონკრეტული ინფორმაცია

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

მოცემული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს მოძიებული ინფორმაციის სანდოობას

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე თავად შეარჩევს კრიტერიუმებს და აფასებს მოძიებული ინფორმაციის სანდოობას

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ავითარებს და იყენებს კრიტერიუმებს სისტემატიურად მოძიებული ინფორმაციის ხარისხის, შესაბამისობისა და ობიექტურობის შესაფასებლად

მაგალითები:

  • აღწერს როგორ გამოიყენა ციფრული ინფორმაცია კონკრეტული აქტივობის დროს

მაგალითები:

  • ხსნის თუ როგორ ეთანადება ციფრული ინფორმაცია მის მიერ დასმულ კითხვებს

მაგალითები:

  • განმარტავს რატომ გამოიყენა კონკრეტული წყარო ინფორმაციის მისაღებად

მაგალითები:

  • სხვადასხვა ვარიანტიდან ირჩევს უფრო გამოყენებად, ობიექტურ და სანდო ინფორმაციას
  • ახდენს მოძიებული ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს სარგებლიანობის, ადეკვატურობისა და სიზუსტის კუთხით

მაგალითები:

  • კრიტერიუმებს იმუშავებს კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე
  • მხედველობაში იღებს ინფორმაციის მხოლოდ ადეკვატურ წყაროს
  • ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპო­ვებულ ინფორმაციას

მაგალითები:

ადარებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს მათი მოსალოდნელი სარგებლიანობის შესაფასებლად