ბუნ.VII.9.

VII კლასი

მოსწავლეს  შეუძლია ადვილად  დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ მსჯელობა

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის მოძრაობის მაგალითებს, რომლებიც გამოწვეულია სხეულზე უშუალო (მაგ., მოქაჩვა ან ბიძგი)  და არაუშუალო (მაგ.,ედამიწის მიზიდულობა, მაგნიტების ურთიერთქმედება) მოქმედებით;
  • ჩამოთვლის სხეულებს შორის ურთიერთქმედების  დამადასტურებელ მაგალითებს;
  • განმარტავს ვექტორს და ვექტორულ ფიზიკურ სიდიდეს. ძალების მაგალითზე განიხილავს ერთი წრფის გასწვრივ მიმართული ვექტორების შეკრებას;
  • ჩამოთვლის ბუნებაში არსებული ძალების გამოვლინების  მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე;
  • ატარებს ცდებს სხვადასხვა სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მასზე  მოქმედ ძალებს (სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის, ამომგდები ძალები);
  • ატარებს ცდებს, გამოაქვს შესაბამისი დასკვნები და რაოდენობრივად აყალიბებს ჰუკის კანონს;
  • ცდების საშუალებით აკვირდება სხეულთა ტივტივს, ცურვას, ჩაძირვას. შედეგებს აანალიზებს და რაოდენობრივად აყალიბებს არქიმედეს კანონს;
  • ზომავს სხეულების მოცულობასა და სიმკვრივეს  არქიმედეს კანონის გამოყენებით;
  • აკავშირებს ამომგდები და წინააღმდეგობის ძალების მოქმედებას ორგანიზმების ცურვასთან;
  • კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად (მაგ., ხახუნის ძალის გაზრდა ან შემცირება, ამომგდები ძალის შეცვლა) ქმნის და წარმოადგენს შესაძლო სქემას ან მოდელს;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები