ბუნ.VII.8.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა

ინდიკატორები

  • აღწერს მოვლენებს, რომლებიც მიანიშნებს ნივთიერების ატომურ-მოლეკულურ აგებულებას;
  • განასხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს მათი თვისებებისა (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით, წარმოადგენს მოდელის სახით;
  • აკავშირებს ნივთიერების სიმკვრივეს მის პრაქტიკულ გამოყენებასთან;
  • ატარებს ცდებს და იკვლევს დიფუზიის მოვლენას სითხეებში, გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
  • იკვლევს ტემპერატურის გავლენას დიფუზიის სიჩქარეზე, გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
  • აკვირდება დიფუზიის მოვლენას და მსჯელობს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა -  ცხოვრებაში, ასახელებს მაგალითებს;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

რესურსები