ბუნ.VII.5.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც  ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე

ინდიკატორები

  • მსჯელობს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების ელემენტარულ ერთეულზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ილუსტრაციებიდან  უჯრედის ფორმის მრავალფეროვნების შესახებ (ერთ- და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში) და აკავშირებს უჯრედის ფორმას მის ფუნქციასთან;
  • ამზადებს დროებით პრეპარატს, იყენებს სინათლის მიკროსკოპს სხვადასხვა დაკვირვებისათვის, შედეგებს წარმოადგენს ნახატის  და/ან მოდელის სახით, აფასებს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს;
  • მიკროსკოპულ პრეპარატში ან მის ელექტრონულ ფორმატზე ამოიცნობს და ითვლის   უჯრედის სხვადასხვა სტრუქტურას  (მაგ., ბირთვების, ბირთვაკების, ქლოროპლასტების რაოდენობას), შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით; 
  • ილუსტრაციებზე ან ელექტრონულ ფორმატზე განარჩევს პროკარიოტულ და ეუკარიოტულ  (მცენარეული, ცხოველური, სოკოს) უჯრედებს, ასახელებს მათ  მსგავს და განმასხვავებელ  სტრუქტურებს, შედეგებს გამოსახავს ვენის დიაგრამის საშუალებით;
  • ილუსტრაციაზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციას;
  • სხვადასხვა საშუალებით (მაგ., სქემა) გამოსახავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს (უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ორგანიზმი) და მსჯელობს მათ შესახებ.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები