ბუნ.VII.12.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ფუძეებისა და მჟავების  განსხვავება მათი  თვისებების მიხედვით

ინდიკატორები

  • ასახელებს ლაბორატორიაში არსებულ მჟავებსა და ტუტეებს (მაგ., მარილმჟავა, ნატრიუმის ტუტე);
  • ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში მჟავების გამოყენების მაგალითებს (მაგ., ძმარი, ლიმონმჟავა, ხილის წვენი, წამლები, სარეცხი საშუალებები);
  • ატარებს მარტივ ცდებს მჟავებისა და ფუძეების გამოყენებით, განასხვავებს მათ თვისებებს;
  • იყენებს  ინდიკატორებსა და pH-ის სკალას ფუძე, მჟავა და ნეიტრალური ხსნარების ამოსაცნობად; აღწერს ხსნარის  pH-ის ცვლილებას  ნეიტრალიზაციის პროცესში.

რესურსები

სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით