ბუნ.VI.7.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილებაზე მსჯელობა

ინდიკატორები

  • გეგმავს და ატარებს ცდას (მაგ., გლობუსით და ფანრით) დედამიწის ზედაპირზე სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ; შედეგებს აკავშირებს სითბოს განაწილებასთან;
  • უკავშირებს დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებას  სითბური სარტყლების განლაგებას;
  • ახასიათებს და ადარებს ორი კონტრასტული სითბური სარტყლის ეკოსისტემებს (მაგ., ჯუნგლები და არქტიკული უდაბნო) და მსჯელობს მათ შორის განსხვავების მიზეზებზე.

რესურსები

შავი ზღვის სკივრი

მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ, მოიპოვონ მონაცემები ტემპერატურის, ნალექებისა და ქარის მიმართულების შესახებ და შეადგინონ შესაბამისი სქემები

დააკვირდნენ ტემპერატურის, ნალექებისა თუ ქარის მიმართულების  გავლენას ადამიანზე

მასალა:  პლასტმასის ბოთლი, ქსოვილი, ხის ჯოხი, თერმომეტრი, მაკრატელი,  მუდმივი მარკერი, ქაღალდი, კალამი, დანაყოფებიანი ცილინდრი (საწყაო).

თემატური სფეროები:    მათემატიკა, სოციალური მეცნიერებანი, ენა, კომპიუტერული  მეცნიერებები, მეცნიერება და ტექნოლოგიები

საკვანძო სიტყვა: მეტეოროლოგია, გრაფიკი, ქარის მიმართულება, ტემპერატურა,  ნალექების მოცულობა