ბუნ.VI.1.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს  მარტივი კვებითი კავშირები

ინდიკატორები

  • ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი) სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
  • ამოიცნობს და ასახელებს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითს;
  • განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი), მსჯელობს ადამიანის კვების თავისებურებაზე.

რესურსები

შავი ზღვის სკივრი
  • მიზანი:  მოსწავლეები შექმნიან კვებითი ქსელის მოდელს, სადაც ნაჩვენები იქნება კვებითი ურთიერთობები ხმელეთის ორგანიზმებს შორის

                        მოსწავლეები შექმნიან კვებითი ქსელის მოდელს, სადაც ნაჩვენები იქნება კვებითი ურთიერთობები ზღვის ორგანიზმებს შორის

                        მოსწავლეები შეძლებენ, იმსჯელონ, რა მოჰყვება კვებითი ქსელის თუნდაც ერთი კავშირის დარღვევას ადამიანის მიერ

  • მასალა:  დანართი 1: „კვებითი ქსელი ხმელეთზე“; დანართი 2: „კვებითი ქსელი ზღვაში“; ფერადი ფანქრები, პასტელი ან ფლომასტერები, A4 ზომის ფურცლები
  • თემატური სფეროები: მეცნიერება და ტექნოლოგიები, სამსახიობო ხელოვნება, ენა, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება
  • საკვანძო სიტყვა: მსხვერპლი, მტაცებელი, კვებითი ჯაჭვი, კვებითი ქსელი
  • ხანგრძლივობა: 70 წუთი