ბუნ.V.8.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენება

ინდიკატორები

  • ორიენტირებს გარემოში რუკის, გეგმის  საშუალებით; ამოიცნობს ობიექტებს რუკაზე/ადგილის გეგმაზე,   კითხულობს ლეგენდას, ადეკვატურად იყენებს ტერმინებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას კომპასის გამოგონების ისტორიის შესახებ და ინსტრუქციის მიხედვით ამზადებს მარტივ კომპასს;
  • ასრულებს /ადგენს  სამ- ოთხმიმართულებიან  ინსტრუქციას კომპასის დახმარებით;
  • განსაზღვრავს ჰორიზონტის მხარეებს ბუნებრივი ორიენტირების  დახმარებით (მაგ., მზე, პოლარული ვარსკვლავი, ჩრდილი, ხავსი, ხის ვარჯი);
  • მსჯელობს  იმ პროფესიებზე, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების ზუსტი განსაზღვრა;
  • აფასებს თანამედროვე საორიენტაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას  მეცნიერებისა თუ მოგზაურებისთვის.

რესურსები