ბუნ.V.7.
V კლასი
მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე
ინდიკატორები
- განსაზღვრავს ჰორიზონტის მხარეებს (ძირითადი და შუალედური) რუკასა და გეგმაზე;
- ადგენს მისთვის ცნობილი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთმიმართებას (მაგ., კონტინენტებისა და ოკეანეების);
- რუკაზე განსაზღვრავს მდინარეების დინების მიმართულებას, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს; ალაგებს შენაკადებს თანმიმდევრობით, ჰორიზონტის მხარეების მიხედვით (მაგ., აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ);
- გამოარჩევს რუკაზე იმ გეოგრაფიულ ობიექტებს (მაგ., შავი ზღვა, კასპიის ზღვა, კავკასიონი), რომლებიც უადვილებს საქართველოს ადგილმდებარეობის განსაზღვრას;
- რუკის დახმარებით განსაზღვრავს ექსკურსიაზე დასათვალიერებელი ობიექტების მდებარეობასა და ურთიერთმიმართებას (მაგ., მცხეთა მდებარეობს მდინარეების, არაგვისა და მტკვრის, შესართავთან).
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები

შავი ზღვის სკივრი