ბუნ.V.6.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი  ნაწილების აღწერა

ინდიკატორები

  • ამოიცნობს რუკაზე ან გლობუსზე რელიეფის და ჰიდროსფეროს შემადგენელ მნიშვნელოვან ობიექტებს (მაგ., ოკეანეები, ზღვები, ყურეები, სრუტეები, კონტინენტები, კუნძულები, ნახევარკუნძულები) და ადარებს ერთმანეთს;
  • აგროვებს ინფორმაციას, ახასიათებს და ადარებს კონტინენტებს სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით (ფართობი, მდებარეობა ნახევარსფეროებში ეკვატორისა და პოლუსების მიმართ, სპეციფიკური რელიეფი, მცენარეული თუ ცხოველთა სამყარო);
  • ირჩევს ერთ-ერთ კონტინენტს და ქმნის მის მაკეტს/ სქემატურ ნახატს;
  • დაიტანს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს კონტურულ რუკაზე. 

რესურსები

შავი ზღვის სკივრი

მიზანი:   მოსწავლეები ზეპირად ჩამოთვლიან შავიზღვისპირა ქვეყნებს მოსწავლეები რუკაზე აჩვენებენ შავიზღვისპირა ქვეყნებს

    მოსწავლეები ჩამოთვლიან შავიზღვისპირა ქვეყნების თავისებურებებს (გეოგრაფიულს, კულტურულს და სხვ.)

მასალა:  ფერადი ფანქრები ან პასტელი, მსოფლიო რუკა, რომელზეც გამოსახულია სახელმწიფოთა დროშები, ან მსოფლიო ატლასი, წებოვანი ლენტი ან წებო, ფურცელი, ფანქარი და ქსოვილის ტომსიკები

   დანართი 1: „გამარჯობა, შავო ზღვაო“

   დანართი 3: „შავიზღვისპირა ქვეყნების რუკები“

თემატური სფეროები: სოციალური მეცნიერება, უცხო ენა, ხელოვნება

საკვანძო სიტყვა: მეზობელი ქვეყანა, რუკა, შავი ზღვა

ხანგრძლივობა: 80 წუთი