ბუნ.V.5.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობების დახასიათება

ინდიკატორები

  • განასხვავებს სხეულსა და ნივთიერებას;
  • მასწავლებლის დახმარებით გეგმავს და ატარებს ცდებს წყლის ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაზე დასაკვირვებლად. ზომავს ტემპერატურას და აღწერს წყლის გაყინვა-გალღობის, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებს, აკვირდება ამ პროცესთა შექცევადობას;
  • ჩამოთვლის და აჯგუფებს მის გარშემო მყოფ სხეულებს მათი შემადგენელი ნივთიერებების აგრეგატული მდგომარეობების მიხედვით;
  • განმარტავს წყალსატევებში წყლის ზედა ფენის გაყინვის მნიშვნელობას მასში მცხოვრები ორგანიზმებისათვის.

რესურსები