ბუნ.V.3.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია სინათლისა და ბგერის გავრცელების ერთმანეთთან შედარება

ინდიკატორები

  • აკვირდება და აღწერს ჩრდილის წარმოქმნას;
  • აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას სხვადასხვა გარემოში (სინათლის გარდატეხას და არეკვლას);
  • აკვირდება გარემოში ბგერის გავრცელებას და გამოთქვამს ვარაუდს ექოს წარმოშობის შესახებ, ადარებს მას სინათლის არეკვლას და აკეთებს შესაბამის დასკვნებს;
  • ჭექა-ქუხილის მაგალითზე ერთმანეთს ადარებს ბგერისა და სინათლის გავრცელების სისწრაფეს;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ცხოველებისათვის (მაგ., ღამურა, დელფინი) ექოლოკაციის მნიშვნელობის შესახებ;
  • განიხილავს ხმაურის პრობლემას ცხოვრებისეულ სიტუაციაში (მაგ., ოთახში) და ეძებს მისი გადაჭრის გზებს.

რესურსები