ბუნ.V.2.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია ხერხემლიანი ცხოველების ძირითადი  ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება

ინდიკატორები

  • სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა მთავარი ნიშნით განსხვავდებიან ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან;
  • იყენებს გამოსახულებიან ბარათებს და ხერხემლიანთა ძირითად შინაგან ორგანოებს  განალაგებს  მათი ურთიერთმიმართების მიხედვით;
  • ასახელებს ორგანოების დანიშნულებას (მაგ., კუნთები - ოძრაობა, ფილტვები – სუნთქვა,  გული - სისხლის მოძრაობა, კუჭი - საჭმლის მონელება);
  • მსჯელობს სხვადასხვა ხერხემლიანის (მაგ.,თევზი, ამფიბია, ფრინველი) ჩონჩხის თავისებურებებზე.

რესურსები