ბუნ.V.1.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება

ინდიკატორები

  • სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან ყვავილოვანები სხვა მცენარეებისგან;
  • ასრულებს ინსტრუქციებს, იყენებს შესაბამის ხელსაწყოებს (მაგ., ლანცეტი/დანა, გამადიდებელი ხელსაწყოები) მცენარის ორგანოების აგებულების  შესასწავლად, დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ნახატის სახით;
  • იკვლევს ყვავილის ძირითად ნაწილებს  და მათ ფუნქციებს მცენარის გამრავლებას უკავშირებს;
  • მოცემული ინსტრუქციის მიხედვით იკვლევს, თუ რა საკვები წარმოიქმნება ფოთოლში მზის ენერგიის ხარჯზე; 
  • ატარებს ცდას და ავლენს ღეროსა და ფესვის წყალგამტარ ფუნქციას.   გადმოსცემს ცდის  ეტაპების თანმიმდევრობას, აკეთებს დასკვნებს.

რესურსები