ბუნ.IV.3.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს   სითბოს გამტარები  და   არაგამტარები

ინდიკატორები

  • იცავს უსაფრთხოების წესებს და ატარებს მარტივ ცდებს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სხეულების თბოგამტარობაზე დასაკვირვებლად, წარმოადგენს   შედეგებს და გამოიტანს დასკვნას;
  • ჩამოთვლის სითბოს შენარჩუნების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან (მაგ., ბინის თბოიზოლაცია, ბეწვის ტანსაცმელი, თერმოსი);
  • ამოიცნობს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარებს და თბოიზოლატორებს;
  • გადაჭრის სითბოს შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მარტივ პრობლემას;
  • აღწერს ბუნებრივი თბოიზოლატორების (მაგ., ბეწვი, ბუმბული, ცხიმი) მნიშვნელობას ორგანიზმებისთვის.

რესურსები