ბუნ.IV.1.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა

ინდიკატორები

  • აკვირდება ორგანიზმებს სასიცოცხლო ციკლს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახით.  სვამს კითხვებს (მაგ., როგორ იცვლება თესლიდან აღმოცენებული მცენარე, როგორ იცვლება თავკომბალა?) და პოულობს პასუხებს;
  • პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის  სტადიებს შორის;
  • საუბრობს სასიცოცხლო ციკლის შეგუებით მნიშვნელობაზე;
  • აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მაგ., თესლი-ნაყოფი-თესლი).

რესურსები