ბუნ.III.2.

III კლასი

მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის

ინდიკატორები

  • აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე  (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
  • ქმნის კონკრეტული ორგანიზმისათვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ., ჩანახატს);
  • ამოიცნობს სხვადასხვა საარსებო გარემოში (წყალი, ჰაერი, ხმელეთი) მობინადრე ცოცხალ ობიექტებს და ახასიათებს მათ შეგუებულობას;
  • ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ., სორო, ბუდე, სახლი) და აღწერს მათი აგების თავისებურებებსა და დანიშნულებას.

რესურსები