ბუნ.III.11.

III კლასი

მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა

ინდიკატორები

  • იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
  • ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ (მაგ., ტყე, ველი) და ხელოვნურ (მაგ., პარკი, ბოსტანი, ზოოპარკი, აკვარიუმი, ტერარიუმი) საარსებო გარემოს და მსჯელობს მათ თავისებურებებზე;
  • ჩამოთვლის მაგალითებს და განსაზღვრავს  ადამიანის აქტივობას ხელოვნური გარემოს შექმნაში; 
  • განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
  • თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.

რესურსები