ბუნ.II.4.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება

ინდიკატორები

  • თანმიმდევრობით ჩამოთვლის სეზონებს და თვეებს;
  • ერთმანეთს ადარებს სეზონებს, საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებს,  ჩანახატებს და სხვა;
  • აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა, ყვავილობა, ბეწვის ფერის ცვლა);
  • ჩამოთვლის  მაგალითებს სეზონების მიხედვით ადამიანის საქმიანობის და ცხოველების ქცევის შესახებ (მაგ., ხვნა, თესვა, ფრინველების გადაფრენა);
  • ახარისხებს ტანსაცმელს სეზონების მიხედვით;
  • ჩამოთვლის მისთვის მნიშვნელოვან  დღესასწაულებს  და  აკავშირებს სეზონებთან. 

რესურსები