ბუნ.II.3.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი  მოძრაობების  აღწერა

ინდიკატორები

  • აკვირდება და აღწერს თამაშის დროს შესრულებულ მოძრაობებს (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა);
  • ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩამოთვლის სხვადასხვა სხეულის (მაგ., ადამიანი, ცხოველი, მანქანა, გემი, თვითმფრინავი)  მოძრაობის მაგალითებს და აჯგუფებს მათ სისწრაფის მიხედვით;
  • აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილდება (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები);
  • სვამს კითხვებს (მაგ., რომელი სხეულის დაძვრაა უფრო ადვილი?) იმ ფაქტორების (მაგ., ზომა, ფორმა, სიმძიმე, ზედაპირი) დასადგენად, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულთა  დაძვრაზე, მოძრაობასა და გაჩერებაზე, ეძებს პასუხებს;
  • ამზადებს მოძრავი სხეულის მოდელს (მაგ. ბორბლებიანს), აღწერს მუშაობის ეტაპებს (მოქმედებების თანმიმდევრობა, წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრა).

რესურსები