ბუნ.II.2.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება

ინდიკატორები

  • ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად  მოვრწყავთ? რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს;
  • მოიპოვებს მასალას ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ (მაგ., ტანსაცმლის დაპატარავება, სხვადასხვა ასაკში გადაღებული ფოტოსურათები, სარძევე კბილების მოცვლა);
  • აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის  სიმაღლის მატება),  წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
  • ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდის პროცესში მომხდარ ცვლილებებს (მაგ., ზომის, ფერის  ან საფარველის ცვლილება). 

რესურსები