ბუნ.II.1.

II კლასი

მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი  ნაწილების აღწერა

ინდიკატორები

  • თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის  ძირითად  ნაწილებს,  გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
  • თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმის  ერთნაირი ფუნქციის მქონე ნაწილებს (მაგ., ფეხი/ფრთა/ფარფლი - მოძრაობა, ცხვირი/დინგი/ხორთუმი - ყნოსვა);
  • აგროვებს მასალას (მაგ.,  ჰერბარიუმი, ჟურნალ-გაზეთების ილუსტრაციები), ავლენს მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას  და აკეთებს კოლაჟს;
  • ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის მცენარის, ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას;
  • მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას.  (მაგ., ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა).

რესურსები