ბუნ.I.7.
I კლასი
მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა
ინდიკატორები
- ამოიცნობს და განმარტავს ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ ძირითად პირობით ნიშნებს (არა უმეტეს სამი საპირისპირო წყვილისა), ხსნის მათი დაცვის აუცილებლობას;
- ასახელებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის და სკოლის მისამართს;
- მსჯელობს საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ., მაკრატელი, ჩაქუჩი, ფანქრის სათლელი) უსაფრთხო მოხმარების წესებზე;
- საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
- ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს (მაგ., სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, პირსახოცი), აღწერს მათ დანიშნულებას და მოხმარების წესებს;
- საუბრობს კომპიუტერით სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით სარგებლობის ხანგრძლივობა, მანძილი მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის აუცილებლობაზე.