ბუნ.I.4.

I კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე

ინდიკატორები

  • აფიქსირებს სასწავლო გარემოში (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლის დერეფანი, სკოლის ეზო) ობიექტების  დანიშნულებასა და მათ მდებარეობას საკუთარი თავის მიმართ (მისგან: შორს - ახლოს, ზემოთ - ქვემოთ, წინ - უკან,  მარჯვნივ - მარცხნივ);
  • სკოლაში აგნებს მისთვის მნიშვნელოვან ადგილებს (მაგ., საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი, ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ადგილი, სადაც უნდა დაელოდოს უფროსს);
  • ხატავს სასწავლო გარემოს შესაბამისი ობიექტებით (მაგ., სკოლის შენობა, ეზო, საკლასო ოთახი).

რესურსები