ბუნ.I.3.

I კლასი

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით

ინდიკატორები

  • ადარებს და აჯგუფებს სხეულებს ერთი ან ორი ნიშნით საკლასო ოთახში, სახლში, ბუნებაში, ილუსტრაციებზე, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე (მაგ., მერხი და საწერი მაგიდა);
  • აკვირდება და განასხვავებს მოძრავ და უძრავ სხეულებს  საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ქუჩაში;
  • პოულობს მსგავსი დანიშნულების საგნებს სახლსა და სკოლაში და აღწერს მათ;
  • აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ., ხე, ქვა) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური).

რესურსები