ბუნ. II.6.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება

ინდიკატორები

  • აკვირდება ამინდის ცვალებადობას და ჩამოთვლის  ამინდის განმსაზღვრელ კომპონენტებს (მაგ., ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე);
  • ქმნის ამინდის განმსაზღვრელი კომპონენტების აღმნიშვნელ სიმბოლიკას, ადგენს დაკვირვების დღიურს და გარკვეული პერიოდის  (მაგ., ერთი კვირა) მანძილზე     შეაქვს მონაცემები;
  • მსჯელობს თითოეული სეზონისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ;
  • გამოხატავს საკუთარ განწყობას სხვადასხვა  ამინდის მიმართ;
  • აკვირდება ორგანიზმების (მაგ., მერცხლები, სხვადასხვა მწერი)  ქცევას ამინდის ცვლილებისას, დაკვირვების შედეგებს გადმოსცემს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით.

რესურსები