ბიოლ.XI.8.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ეკოსისტემაში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესები

ინდიკატორები

  • იყენებს მზა მონაცემებს, აგებს შესაბამის ენერგიის, ბიომასის და რიცხვთა ეკოლოგიურ პირამიდებს, აფასებს თუ რომელი მათგანია უფრო ხელსაყრელი კონკრეტული ეკოსისტემის დასახასიათებლად; 
  • მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმების ენერგეტიკული ბალანსის (საკვებისგან მიღებული და ცხოველქმედებისას დახარჯული ენერგიის) შენარჩუნებასთან დაკავშირებულ შეგუებულობების  (მაგ., სეზონური მიგრაციები, ზამთრის ძილი, გუნდებად გაერთიანება, მცენარეების ბალიშებად ზრდა მთაში ) შესახებ;
  • აანალიზებს ეკოსისტემაში ენერგიის ნაკადის შემცირების მიზეზებს და ასაბუთებს  ბიოგენური ელემენტების შენარჩუნების მნიშვნელობას ეკოსისტემაში  (მაგ., C, N, წრებრუნვა);
  • მოიძიებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების (მაგ., მძიმე მეტალები, ზოგიერთი პესტიციდი, სასუქები) შესახებ და სქემატურად გამოსახავს ეკოსისტემაში ამ ნივთიერებების მიმოქცევას და დაგროვებას;
  • ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებების მიმოქცევაში ადამიანის ადგილის შესახებ.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით
შავი ზღვის სკივრი