ბიოლ.XI.7.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ევოლუციის კონცეფცია ორგანული სამყაროს მრავალფეროვნების  და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის კონკურენციის მაგალითებს და მსჯელობს ევოლუციის შედეგების შესახებ;
  • აგროვებს და წარმოადგენს ინფორმაციას ანთროპოლოგიური აღმოჩენების (მაგ., ლუსი, მზია და ზეზვა) და მათი მნიშვნელობის შესახებ;
  • მოიპოვებს მასალას კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების წარმოშობის კერების და მათი გავრცელების ისტორიის შესახებ, ამზადებს რეფერატს;
  • იყენებს სქემებს და ავლენს ევოლუციურ კავშირებს ტაქსონომიურ ერთეულებს შორის;
  • მოიპოვებს მასალას სინთეზური ევოლუციური თეორიით მოწოდებული ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორების შესახებ და აკეთებს პრეზენტაციას;
  • ასახელებს ევოლუციის თეორიის ძირითად არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და წარმოადგენს კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების შესახებ.

რესურსები

სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით
შავი ზღვის სკივრი

მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ, რა აბინძურებს შავ ზღვას
ჩამოთვლიან მაგალითებს, თუ რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო სიცოცხლეზე შავ ზღვაში
მასალა: შუშის გამჭვირვალე, უფერო ჭურჭელი, მსხვილი საწრუპები, წებო, კაკაოს ფხვნილი, წყალი, კენჭები, სათამაშო თევზი (ან რამე ნივთი, რაც თევზის მაგივრობას გასწევს), ცოცხალი მცენარე (ან რამე ნივთი, რაც მის მაგივრობას გასწევს), ფარანი, ბუმბული, კბილის საჩიჩქნი ჩხირები, თეთრი ფურცლები, ნავთი, სარეცხი ფხვნილი, დანართი 1: სამუშაო ფურცელი „მაზუთით დასვრილი ყვითელფეხება თოლია“.
თემატური სფეროები: მეცნიერება და ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებანი, სახვითი ხელოვნება საკვანძო სიტყვა: ჰაბიტატი, ჰაბიტატის დაკარგვა
ხანგრძლივობა: 50 წუთი

  •  მიზანი:  მოსწავლეები აღრიცხავენ და ეცოდინებათ, რამდენ წყალს მოიხმარენ დღეში

                         ჩამოთვლიან, რისთვისაა წყალი საჭირო

                         დაფიქრდებიან, სად მიდის მოხმარებული წყალი

                         გააცნობიერებენ, როგორ ვნებს გარემოს ზღვაში უკონტროლოდ ჩაღვრილი  

  •  სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული წყალი მასალა:  ფანქარი, ქაღალდი, ჭიქა, ტოლჩა
  • თემატური სფეროები: მეცნიერება და ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებანი, ენა, ტექნოლოგია და დიზაინი, მათემატიკა
  • საკვანძო სიტყვა: წყლის მოხმარება, გრაფიკი
  • ხანგრძლივობა: 1 დღე ბავშვისთვის, 20 წუთი ჯგუფისთვის