ბიოლ.XI.6.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და  იმსჯელოს ცვალებადობის  ფორმებზე

ინდიკატორები

  • მოიპოვებს ინფორმაციას და ადარებს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მოქმედებას, მსჯელობს მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე;
  • განიხილავს გენს, როგორც მემკვიდრეობითობის ერთეულს;
  • ადგენს გენთა დამოუკიდებლად და შეჭიდულად მემკვიდრეობის სქემებს, ადარებს ერთმანეთს და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე, ასახელებს შესაბამის მაგალითებს;  
  • იყენებს ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემას და ადგენს ვაჟისა და გოგონას დაბადების ალბათობას;
  • აგროვებს ინფორმაციას და მსჯელობს მეურნეობისათვის სასურველი სქესის მიღების მნიშვნელობაზე;
  • ადგენს გენეტიკურ სქემას სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობაზე და ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს  მათ ჩასაწერად;
  • აღწერს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების მემკვიდრეობის  ხასიათს. აგროვებს  და წარმოადგენს მასალას მათი პროფილაქტიკის ან მკურნალობის პერსპექტივის შესახებ;
  • გენეტიკური ამოცანების გადაჭრისას იყენებს მონაცემთა ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს;
  • მსჯელობს ადამიანის გენეტიკურ სტრუქტურაზე მავნე ფაქტორების (მაგ., ნიკოტინი, ნარკოტიკები) ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებზე და ასაბუთებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას;
  • მსჯელობს  გენური ინჟინერიის მიღწევების დადებით და უარყოფით მხარეებზე;
  • აღწერს სელექციის კლასიკურ (ტრადიციულ) და თანამედროვე მეთოდებს, აყალიბებს საკუთარ პოზიციას გენმოდიფიცირებული ჯიშების წარმოების შესახებ  და წარმოადგენს რეფერატის სახით.

რესურსები