ბიოლ.XI.5.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და ინდივიდური განვითარების ფორმები

ინდიკატორები

  • ქმნის მარტივ მოდელებს უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსტრაციოდ, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ;
  • იყენებს/ადგენს სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ თაობაში კარიოტიპის მუდმივობის შენარჩუნებაში;
  • ადარებს ერთმანეთს უსქესო და სქესობრივი გამრავლების ფორმებს და მსჯელობს თითოეულის დროს მემკვიდრეობისთვის გენეტიკური მასალის თავისებურებაზე;
  • იყენებს/ადგენს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს  ქრომოსომების და მათი უბნების განაწილებას   გენეტიკურ ცვალებადობასთან;
  • სინათლის მიკროსკოპით (ან ელექტრონულ ფორმატში) აკვირდება უჯრედებს გაყოფის პროცესში და ამოიცნობს მიტოზის თითოეულ ფაზას;
  • განიხილავს დნმ-ს კოდს და ახასიათებს გენს, როგორც დნმ-ის მონაკვეთს, რომელიც კონკრეტული ცილის სინთეზს განსაზღვრავს;
  • აღწერს განაყოფიერების პროცესს, ადგენს მარტივ განზოგადებულ სქემას. სვამს  კითხვას  სასიცოცხლო ციკლიდან მეიოზის ან განაყოფიერების ამოვარდნის შედეგებთან დაკავშირებით და აგროვებს სათანადო ინფორმაციას;
  • ადარებს მეიოზისა და განაყოფიერების საბოლოო შედეგებს (გენეტიკური მასალის განახევრება/გამთლიანება)  და მსჯელობს მათ ბიოლოგიურ როლზე;
  • აღწერს ყვავილოვან მცენარეებში განაყოფიერებას და ეტაპებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი ან კოლაჟი);
  • დაკვირვების საფუძველზე მსჯელობს ცხოველის ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპებზე (მაგ., ზიგოტა, ბლასტომერები, ბლასტულა, გასტრულა);
  • გეგმავს კვლევას და წერილობით აღწერს სასიცოცხლო ციკლს მცენარეებსა (თაობათა მონაცვლეობა) და ცხოველებში (არაპირდაპირი და პირდაპირი განვითარება);
  • აგროვებს ინფორმაციას ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის (სრული და არასრული გარდაქცევა) თავისებურებებზე და მსჯელობს მათი შეგუებითი მნიშვნელობის შესახებ. მონაცემებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (დიაგრამა, ცხრილი, სქემა, ნახატი ან კოლაჟი).

რესურსები