ბიოლ.XI.10.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების სასარგებლო და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე

ინდიკატორები

  • ახდენს ბაქტერიების, სოკოების, ვირუსებისა და სხვა მიკროორგანიზმების კლასიფიცირებას, ასახელებს მათ მიერ გამოწვეულ ზოგიერთ დაავადებას და მსჯელობს ამ დაავადებების გავრცელების გზებზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შესახებ;
  • ადგენს კითხვარს და ატარებს სოციალურ კვლევას შიდსის და მისი გავრცელების შესახებ;
  • მსჯელობს გარკვეული დაავადებისაგან ორგანიზმის თავდაცვის უნარზე და  იმუნიზაციის მნიშვნელობაზე;
  • სქემის ან პრეზენტაციის საშუალებით აღწერს თუ როგორ “მუშაობს” ვაქცინა, საუბრობს უსაფრთხო ვაქცინის გენური ინჟინერიის გზით დამზადების პროცესზე;
  • მსჯელობს ანტიბიოტიკების მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე, გამოყენების სპეციფიკაზე;
  • ასახელებს   სასარგებლო პროდუქტების (მაგ., მაწნი, პური, ღვინ)  წარმოების საქმეში მიკროორგანიზმების გამოყენების მაგალითებს;
  • აცნობიერებს საკვების/წყლის დაბინძურების რისკებს და საუბრობს ამ რისკების შემცირების გზებზე, აღწერს წყლის ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდს.

რესურსები

სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით