ბიოლ.X.8.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე

ინდიკატორები

  • მსჯელობს გარემოსათვის მწვანე მცენარის მნიშვნელობაზე;
  • სქემის სახით წარმოადგენს ფოტოსინთეზის საწყის და  საბოლოო პროდუქტებს;
  • აღწერს მცენარის სატრანსპორტო სისტემას და მსჯელობს წყლის და მინერალური ნივთიერებების მოძრაობის კანონზომიერებებზე;
  • ცდის საშუალებით იკვლევს სხვადასხვა ფოთოლში (მაგ., ფერადი ფოთლები, რამდენიმე დღით სიბნელეში გაჩერებული ფოთლები, დამცველობითი საფარველის მქონე ფოთლები) სახამებლის არსებობა/არ არსებობას, ადგენს ცხრილს და მასში წარმოდგენილ მონაცემებს აკავშირებს ქლოროფილის  არსებობასთან;
  • იკვლევს (ექსპერიმენტულად, მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სიმულაციური პროგრამების დახმარებით) გარემო ფაქტორების (სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია) გავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე;
  • განასხვავებს ფოტოსინთეზსა და სუნთქვას მცენარეებში;
  • მსჯელობს ფოტოსინთეზის შედეგად ფოთლებში წარმოქმნილი გლუკოზის შემდგომ ბედზე (მოიხმარება სუნთქვის პროცესში, სახამებლის წარმოსაქმნელად);
  • წარმოადგენს რეფერატს მცენარეული ბიომასიდან დამზადებული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროდუქტების შესახებ.

რესურსები