ბიოლ.X.7.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად

ინდიკატორები

  • ატარებს ცდებს საკვებში დაგროვილი ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, ადარებს საკვებ პროდუქტებს ენერგეტიკული ღირებულების მიხედვით;
  • ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის;
  • ადარებს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვების ტიპებს და ადგენს მათ შორის პრინციპულ განსხვავებას;
  • იკვლევს საკვების შედგენილობას (ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ვიტამინები), კვებით ღირებულებას და ენერგიის შემცველობას,  აანალიზებს დაბალანსებული კვებითი რაციონის და თითოეული კომპონენტის მნიშვნელობას ორგანიზმისათვის;
  • სქემატურად ასახავს  საკვები ნივთიერებების  გზას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უჯრედებამდე;
  • ასაბუთებს მიღებული საკვებიდან ინდივიდისათვის დამახასიათებელი ნივთიერებების აწყობის პრინციპს;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა საკვები პროდუქტის კვებით ღირებულებაზე და ენერგიის შემცველობაზე და მსჯელობს დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის;
  • ექსპერიმენტულად ასაბუთებს ფერმენტების მოქმედებას საკვების ქიმიურ დაშლის პროცესზე და მსჯელობს  ტემპერატურისა და pH-ის ზემოქმედებით ფერმენტული აქტივობის ცვლილებაზე;
  • აცნობიერებს მონელებული საკვების ათვისებაში სისხლის მიმოქცევის სისტემის მნიშვნელობას.

რესურსები